ელენეს აქვს თურქი ექიმისგან დანიშნულება და ეს უნდა შესრულდეს - ზურაბ ჯაფარიძე
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ელენე ხოშტარია ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოოზულ მკურნალობას საჭიროებს.
ოპოზიციონერის თქმით, დაპატიმრებულ ქალ პოლიტიკოსს აქვს თურქი ექიმისგან დანიშნულება და ის აუცილებლად უნდა შესრულდეს.
ეს მედიკამენტები, რომლებიც მან უნდა მიიღოს, ან ახლობლებს უნდა შეატანინონ, ან სახელმწიფომ უნდა იყიდოს - ამბობს ჯაფარიძე.
ელენეს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, სანამ დააკავებდნენ. აქვს რთული დაავადება. ეს არ არის ხელწამოსაკრავი თემა. სერიოზული პრობლემებია და სერიოზული მკურნალობა სჭირდება. მკურნალობა ელენემ საქართველოში სცადა, მაგრამ აქ წესიერად ვერც დიაგნოზის დასმა მოხერხდა და ვერც მკურნალობის ჩატარება.
ელენეს თურქი ექიმისგან აქვს დანიშნულება და ეს შესასრულებელია, მედიკამენტები როდის და რა დოზით მიიღოს. ეს მედიკამენტები, რომლებიც მან უნდა მიიღოს, ან ახლობლებს უნდა შეატანინონ, ან სახელმწიფომ უნდა იყიდოს. ჰყვებიან, რომ კონსულტაციები ჩაუტარდა და ეს არავის არ აინტერესებს, მნიშვნელობა აქვს იმ დანიშნულებას, რომელიც თურქმა ექიმმა შეადგინა.
ელენეს შემთხვევაში ამას პრინციპული და სასიცოცხლო მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს.
რაც შეეხება ელენეს ქვეყნიდან სამკურნალოდ გაყვანას, ამაზე ელენეს პოზიცია ვიცით, მაგრამ მგონია, რომ ეს საკითხი, საბოლოოდ ელენეს ახლობლების გადასაწყვეტია.
არავის არ სჭირდება აქაური სპეციალისტების რაღაც კონსულტაციები და 2 კვირაში ერთხელ შესვლები და ნახვები. დიაგნოზი დადგენილია და არსებობს ექიმი, რომელიც პროცესს მართავდა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
გუშინ ელენე ხოშტარიას ადვოკატმა განაცხადა, რომ ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ის გადასაადგილებლად ხელჯოხს იყენებს.
შოთა თუთფერიძის საგანგებო მიმართვას პენიტენციური სამსახური გამოწხმაურა. უწყების ინფორმაციით, ხოშტარიას მდგომარეობის პერიოდულ დამძიმებას იწვევს ქრონიკული დაავადება.
ასევე ნახეთ: