ALDE Party: "ოცნებამ" ახლავე უნდა იმოქმედოს - ელენე ხოშტარიამ მიიღოს სასწრაფოდ საჭირო მკურნალობა

18.06.26 14:59
ALDE Party: "ოცნებამ" ახლავე უნდა იმოქმედოს - ელენე ხოშტარიამ მიიღოს სასწრაფოდ საჭირო მკურნალობა

"ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება", ALDE Party-ი კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. 

ALDE Party-ი განცხადებაში წერს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ახლავე უნდა იმოქმედოს და უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს სასწრაფოდ საჭირო მკურნალობა. 

ლიბერალები მოვითხოვთ, გაეწიოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება პარტია დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას. 

თითქმის 10 თვის განმავლობაში უკანონოდ დაპატიმრებულის ჯანმრთელობა სწრაფად უარესდება, რადგან მას სათანადო სამედიცინო მკურნალობაზე უარი ეთქვა. მკურნალობის გარეშე მას ჯანმრთელობის შეუქცევადი დაზიანება ემუქრება, რამაც შეიძლება სიარულის უნარი შეუზღუდოს.

"ქართულმა ოცნებამ" ახლავე უნდა იმოქმედოს და უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს სასწრაფოდ საჭირო მკურნალობა," - წერს ALDE Party-ი. 

გუშინ ელენე ხოშტარიას ადვოკატმა განაცხადა, რომ ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ის გადასაადგილებლად ხელჯოხს იყენებს.

შოთა თუთბერიძის საგანგებო მიმართვას პენიტენციური სამსახური გამოწხმაურა. უწყების ინფორმაციით, ხოშტარიას მდგომარეობის პერიოდულ დამძიმებას იწვევს ქრონიკული დაავადება.

ასევე ნახეთ:

მსგავსი სიახლეები