ხოშტარიას რომ რამე დაემართოს, თქვენ წარმოგიდგენიათ რამხელა კრახი იქნება ეს ხელისუფლებისთვის? - შარმანაშვილი
"ოცნების" წევრი, თენგიზ შარმანაშვილი ამბობს, რომ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობით ახლობლებზე და მის პარტიაზე მეტად ხელისუფლებაა დაინტერესებული
ხოშტარიას რომ რამე დაემართოს, თქვენ წარმოგიდგენიათ რამხელა კრახი იქნება ეს ხელისუფლებისთვის? - ამბობს შარმანაშვილი.
ივანიშვილის გუნდის წევრი ირწმუნება, რომ დროას დაპატიმრებულ ლიდერს "არაფერს დააკლებენ".
როგორ ფიქრობთ მისი ჯანმრთელობის საკითხით ხელისუფლება უფრო არის დაინტერესებული, თუ მისი ახლობლები და პარტია? მას რომ რამე დაემართოს, თქვენ წარმოგიდგენიათ რამხელა კრახი იქნება ეს ხელისუფლებისთვის? ასე რომ, მას ჩვენზე დიდი გულშემატკივარი ახლა არა ჰყავს. არაფერს არ დააკლებენ და ეს განცხადება იყო ზუსტად. დავანებოთ ქრისტიანობას, ადამიანის უფლებებს, ჰუმანიზმს და ყველაფერს თავი - წმინდა პრაგმატული მოსაზრებიდან გამომდინარე, ჩვენზე უფრო დიდ გულშემატკივარს მის ჯანმრთელობას ახლა არავინ არა ჰყავს. ხელისუფლებაში არავინ დაუშვებს, თუნდაც პრაგმატული მოსაზრებების გამო, რომ მას რაიმე დაემართოს. ასე რომ, ყველა ეს განცხადება, რომ ყალბია, იმთავითვე უნდა ჩანდეს. ჩვენზე დიდი ინტერესი მისი ჯანმრთელობის გამო ვის უნდა ჰქონდეს ახლა დედამიწაზე? არავის”, - განაცხადა შარმანაშვილმა.
გუშინ ელენე ხოშტარიას ადვოკატმა განაცხადა, რომ ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ის გადასაადგილებლად ხელჯოხს იყენებს.
შოთა თუთფერიძის საგანგებო მიმართვას პენიტენციური სამსახური გამოწხმაურა. უწყების ინფორმაციით, ხოშტარიას მდგომარეობის პერიოდულ დამძიმებას იწვევს ქრონიკული დაავადება.
ასევე ნახეთ: