"ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება" - სალომე ზურაბშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი კოალიცია "ცვლიელბისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ცნობებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, დაკავებულ პოლიტიკოსს სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება.
"ქართველი ხალხის პარტნიორებმა არ უნდა დაუშვან, რომ საქართველო პუტინის ხელში აღმოჩნდეს" - წერს ზურაბიშვილი.
8-თვიანი პატიმრობის შემდეგ, პარტია "დროას" ლიდერსა და ოთხი შვილის დედას, ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება. საქართველოს რეჟიმმა ის საარჩევნო ბანერზე "რუსული"-ს დაწერის გამო დააპატიმრა, რაც მის სიმართლეს ამტკიცებს. ქართველი ხალხის პარტნიორებმა არ უნდა დაუშვან, რომ საქართველო პუტინის ხელში აღმოჩნდეს," - წერს სალომე ზურაბიშვილი.
გუშინ ელენე ხოშტარიას ადვოკატმა განაცხადა, რომ ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ის გადასაადგილებლად ხელჯოხს იყენებს.
შოთა თუთბერიძის საგანგებო მიმართვას პენიტენციური სამსახური გამოწხმაურა. უწყების ინფორმაციით, ხოშტარიას მდგომარეობის პერიოდულ დამძიმებას იწვევს ქრონიკული დაავადება.
ასევე ნახეთ: