ე.წ. ქურდულს სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებულთა შორის არიან ხელოსნები და ფეხბურთის მწვრთნელი
ე.წ. ქურდულს სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებულები ცოტა ხნის წინ, მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ციხეში გაუშვა. 21 ბრალდებულიდან განსაჯელის სკამზე დღეს 9 პირი იჯდა, მათ შორის არიან ფეხბურთის მწვრთნელი, ხელოსნები და მუშები.
ცხრა პირიდან ორს "ქურდული სამყაროს" წევრობა ედება ბრალად, 7-ს კი "ქურდებისთვის" მიმართვას და მათ მხარდაჭერას ედავებიან. განსასჯელებს შორის იყო ერთი მსჯავრდებულიც, რომელიც გამოძიების მტკიცებით, გარჩევებს ციხიდან აწყობდა და ე.წ. ობშიაკს აგროვებდა.
რამდენიმე პირზე ძებნა გამოცხადდება. მათ შორის ელმურაზ მამედოვზე, რომელიც კრიმინალური დაჯგუფების ორგანიზატორად ითვლება. საქმის მასალების მიხედვით, სწორედ ის გასცემდა დირექტივებს უცხოეთიდან.
საქმის მასალების მიხედვით, დანაშაულებრივი ჯგუფი წლების განმავლობაში ბიზნესს ატერორებდა. ვინც ფულის გადახდას არ თანხმდებოდა, მათ სასტიკად უსწორდებოდნენ.
9 ბრალდებულიდან დღეს მხოლოდ ფეხბურთის მწვრთნელმა დაარღვია დუმილი - კაცი ამტკიცებს, რომ მას ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტისთვის არ მიუმართავს, უბრალოდ, უფროს პირს, ნათესავთან შერიგებაში დახმარება სთხოვა.
დეტალები სოფო ნიაურის ჩართვიდან