როგორ აღმოჩნდა პუტინის კრიტიკოსის მკვლელობისთვის დაკავებულის ხელში ქართული პასპორტი

18.06.26 21:35
როგორ აღმოჩნდა პუტინის კრიტიკოსის მკვლელობისთვის დაკავებულის ხელში ქართული პასპორტი

 

 

რუსი აქტივისტი, რომელიც პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ წლები იბრძოდა, პოლონეთში საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მიმავალი მანქანიდან ჩაცხრილეს. რობერტ კუზოვკოვის მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი პირის ჩხრეკისას კი სამართალდამცველებმა ქართული პასპორტი ამოიღეს. ინფორმაცია ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა გაავრცელა. ქართული დოკუმენტები ყალბი იყო, თუ პუტინის მოწინააღმდეგის დაქირავებული მკვლელობა საქართველოს მოქალაქემ შეასრულა, ამ კითხვას პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. 

სემიონ სკრეპეცკი სავარაუდოდ შეკვეთილ მკვლელობას ემსხვერპლა. სწორედ ამ ვერსიაზე მუშაობს ახლა პოლონური  გამოძიება ყველაზე აქტიურად. მას სახლთან ჩასაფრება მოუწყვეს და როგორც კი დილით ავტოფარეხთან გამოვიდა ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილეს. სამი გასროლის შემდეგ, იყო თავში საკონტროლო გასროლა. 

მკვლელობამდე 3 დღით ადრე, პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე აქტივისტი ბერლინში რუსეთის საელჩოსთან სტალინის და პუტინის კარიკატურით  მივიდა და პერფორმანსი მოაწყო.  

პუტინის მოწინააღმდეგე 44 წლის აქტივისტი ღიად უპირისპირდებოდა ჩეჩნეთის ლიდერსაც. კადიროვის კარიკატურების დახატვის გამო ის მკვლელობამდე 1 კვირით ადრე ღია მუქარებს იღებდა სოციალურ ქსელშიც. 

მკვლელი ქართული პასპორტით - ლიზა ლასარეიშვილის სპეციალური რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები