მიუღებელია თითის დაქნევით საუბარი - კალაძე კვლავ ევროკავშირს აკრიტიკებს

19.06.26 15:15
მიუღებელია თითის დაქნევით საუბარი - კალაძე კვლავ ევროკავშირს აკრიტიკებს

 

 

 

რატომ გამოეთიშა გაფართოების პროცეს სრულად საქართველო  - 24 ივნისს, ევროპარლამენტში სწორედ გაფართოების საკითხებზე იმსჯელებენ, თუნცა "ევროსკოპის" ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული დელეგაცია არ იქნება წარმოდგენილი.

დღეს ამ შეკითხვაზე საპასუხოდ, კახა კალაძემ ევროკავშირი კვლავ გააკრიტიკა - თქვა რომ მზად არიან დილოგისთვის, თუმცა ისევ გაიმეორა, რომ "ზემოდან თითის დაქნევით" საუბარს არავისგან მიიღებენ. 

ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ზოგადად ჩვენ არაერთი განცხადება მოვისმინეთ ახალ წევრებთან დაკავშირებით, რომ მზადყოფნა არ არის ამ მიმართულებით. ნუ ახლა უკრაინას თუ ავიღებთ, ყველამ ვიცით, რა დგომარეობაა უკრაინაში, ომმა ძალიან დიდი უბედურება მოუტანა ამ ქვეყანას. 

გრძელდება ცილისწამება, შეურაცხყოფა, მუქარები. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის. ის დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია, რომ ვიღაც ზემოდან თითის დაქნევით გვესაუბროს. საქართველო არ არის ვიღაცის უკანა ეზო. ის არის დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული სახელმწიფო. ყველამ კეთილი უნდა ინებოს და პატივი სცეს ქართველ ხალხს, ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს დამოუკიდებლობას“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

24 ივნისს, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი (AFET), ეროვნული პარლამენტებთან ურთიერთობების დირექტორატის (DG PART) ინსტიტუციური თანამშრომლობის განყოფილებასთან ერთად, გაფართოების საკითხებზე  პარლამენტთაშორისი კომიტეტის შეხვედრას (ICM) გამართავს - ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას "ევროსკოპი" ავრცელებს. 

ევროსკოპი წერს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და კანდიდატი ქვეყნების ეროვნული პარლამენტების წევრები AFET-ის წევრებთან ერთად ორ სესიაზე გამართავენ დისკუსიას. შეხვედრის თემები იქნება: „ევროკავშირის გაფართოება — მომენტის გამოყენება“ და „პარლამენტების როლი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წინსვლაში“. შეხვედრას გახსნის AFET-ის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი.

როგორც "ევროსკოპს" წყარო ეუბნება რომ, ქართული დელეგაცია ამ შეხვედრაზე არ იქნება.

ამას მოწმობს ევროსკოპის მიერ ნანახი მონაწილეების სია, რომელშიც ასევე არ არის საქართველო, მოლდოვასა და უკრაინისგან განსხვავებით".- წერს ევროსკოპი და აცხადებს, რომ ამ თემაზე ინფორმაციის მოძიებას განაგრძობს. 

 

მსგავსი სიახლეები