"ოცნების" მიმართ უნდობლობა ბევრად აჭარბებს მათ მიმართ ნდობას - ხუხაშვილი

20.06.26 11:36
"ოცნების" მიმართ უნდობლობა ბევრად აჭარბებს მათ მიმართ ნდობას - ხუხაშვილი

EU NEIGHBOURS EAST-ის კვლევის შედეგებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ "ოცნების" წარმომადგენლების მიმართ ნდობაზე საუბარი რთულია, რადგან, მისი შეფასებით, ისინი რეალურ პოლიტიკას არ ქმნიან. ხუხაშვილის თქმით, "ოცნების" გუნდის ლიდერების მიმართ უნდობლობა ნდობას მნიშვნელოვნად აღემატება, ხოლო ინსტიტუციების მიმართ ნდობაც ბოლო წლებში საგრძნობლად შემცირებულია.

მისი შეფასებით, ივანიშვილის ხელისუფლება დღეს „აგრესიული ნეგატივის“ პირობებში მოქმედებს და ლეგიტიმურობის პრობლემის წინაშე დგას.

 

რაც არასდროს ჰქონიათ, იმის დაკარგვა შეუძლებელია. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ხელისუფლება ისეა კონსტრიურებული, რომ ეს ადამიანები, ინსტიტუციური, ფორმალური ლიდერები, პრაქტიკულად, პოლიტიკას არ ქმნიან. აქედან გამომდინარე, მათდამი ნდობაზე საუბარი, პირობითად შეიძლება იყოს. ყველას უარყოფითი სარგო ქვს ანუ უნდობლობა მათ მიმართ ბევრად აჭარბებს მათ მიმართ ნდობას.

რომ გითხრათ, რომ თუნდა ინსტიტუციების მიმართაც მაღალი ნდობაა, სამწუხაროდ, ასე არ არის. ინსტიტუციების მიმართაც ძალიან დაცემულია ნდობა. რაც შეეხება იგივე საპატრიარქოს ან ჯარს, ეს უფრო ინერციულ ნდობაზეა საუბარი, ვიდრე რეალურ ნდობაზე გამომდინარე სხვადასხვა სპეციფიკური ფაქტორებიდან. 

საერთოდ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ხელისუფლება მთლიანობაში არის არალეგიტიმური. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მიმართ პოზიტიური მხარდაჭერა დაბალია, არამედ იმიტომ, რომ ისინი მთლიანად არიან აგრესიულ ნეგატივში გასულები, - ამბობს ხუხაშვილი. 

EU NEIGHBOURS EAST-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს უფრო ენდობა ვიდრე მთავრობას, პრეზიდენტს, ან პარლამენტს. 

კვლევის მიხედვით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს გამოკითხულთა 48% ენდობა; საქართველოს პრეზიდენტს -34%; ხოლო საქართველოს მთავრობას- 41%.

 

მსგავსი სიახლეები