"რადიკალები, ექსტრემისტები და ხულიგნები" - ზახაროვა თბილისში ანტირუსული აქციის მონაწილეების დასჯას ითხოვს

20.06.26 13:48
"რადიკალები, ექსტრემისტები და ხულიგნები" - ზახაროვა თბილისში ანტირუსული აქციის მონაწილეების დასჯას ითხოვს

"რადიკალები, ექსტრემისტები და ხულიგნები" - ასე მოიხსენიებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც თბილისში რუსილი ენის დაცვის დღის საზეიმო ღონისძიების გამართვა გააპროტესტეს. პუტინის მთავარი პროპაგანდისტი "ოცნების" ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ საქმეში პოლიცია ჩაერიოს და  ანტირუსული აქციის მონაწილეები დასაჯოს. 

მოველით, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები დასკვნებს გამოიტანენ და შესაბამის შეფასებას მისცემენ თბილისში რუსული ენის დღის ჩაშლის მცდელობას. ნამდვილად, ეს ექსტრემისტების ხროვა იყო. დეტალურად არ გავჩერდები მათ ამორალურ ქმედებებზე, რათა ამ ყველაფერს რეკლამა არ გავუკეთო, უფრო უკეთ რომ ვთქვათ კი, ანტირეკლამა…

აღსანიშნავია, რომ იმავე დღეს ქართული სკოლების მოსწავლეებისა და პედაგოგების მონაწილეობით ანალოგიური ღონისძიება ბათუმში ჩატარდა, რაიმე ექსცესების გარეშე…

მოველით, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები დასკვნებს გამოიტანენ და შესაბამის შეფასებას მისცემენ რადიკალების თუ ექსტრემისტების, ხულიგნების - მათი კვალიფიკაცია უკვე საქართველოს სამართალდამცავების გადასაწყვეტია. იმის გარდა, რომ საქართველოს სამართალდამცავებმა ეს ხულიგნები თუ რადიკალები უნდა იპოვონ და დასაჯონ, შესაძლოა, უბრალოდ რომ დავფიქრდეთ, წიგნიც უნდა მისცენ, თუ ვინაა ანდრონიკოვი? შესაძლოა, ამ მხრივ უნდა მივუდგეთ და რამენაირად გადავარჩინოთ ის ხალხი, რომელიც ფულის სანაცვლოდ ან უბრალოდ ნაციონალიზმის სენით დამუხტულობით დასცინიან რუს პოეტებს, - განაცხადა ზახაროვამ. 

მსგავსი სიახლეები