"შეეშვან კოლონიურ მოპყრობას" - "ქართული რესპუბლიკის" წევრები ზახაროვას განცხადებას პასუხობენ

20.06.26 14:11
"შეეშვან კოლონიურ მოპყრობას" - "ქართული რესპუბლიკის" წევრები ზახაროვას განცხადებას პასუხობენ

 

 

მარია ზახაროვას განცხადებას მოძრაობა "ქართული რესპუბლიკის" წევრები პასუხობენ. ახალგაზრდები დღეს პუშკინის სკვერში კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ იმის სადემონსტრაციოდ, რომ კიდევ ერთხელ შეახსენონ პუტინის რუსეთს, რომ არ დაუშვებენ საქართველოში რუსული ენის დღის აღნიშვნას. 

მოძრაობის წევრებმა კრემლის პროპაგანიდსტს მოუწოდეს, შეწყვიტოს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და საქართველოს მიმართ კოლონიური მოპყრობა დაივიწყონ. მათი თქმით, ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელს ამის ლეგიტიმური უფლება არ გააჩნია. 

ნებისმიერი მითითება მათი მხრიდან თუ როგორ უნდა მოიქცეს საქართველოში სამართალდამცავი სისტემა არის როგორც გარე ჩარევა, ასევე უადგილო ჩარევა აი, ამ ადამიანების საქმიანობაში, რომლებმაც ისედაც შესანიშნავად გაართვეს თავი იმას, რასაც აკეთებდნენ. და, მეორე მხრივ, როდესაც ის საუბრობს საქართველოზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის საუბრობს საქართველოზე ცხინვალისა და სოხუმის გარეშე. როცა ის ამბობს, რომ რუსული ენა არის თითქოს საერთაშორისო ენა და მნიშვნელოვანია მისი მოფრთხილება, უნდა გაიხსენოს, რომ სწორედ მისმა სახელმწიფომ აკრძალა ქართული სკოლები გალის რაიონში ათასობით ქართველი მოსწავლისთვის. ამის შემდგომ აკრძალა ქართული გაკვეთილები სკოლებში. ასევე, ელემენტარული სამართალდამცოდნეობის საკითხია, რომ სიტყვის თქმა საჯარო სივრცეში, თან ამ ქვეყნის მოქალაქისვე მიერ, შეუძლებელია, რამენაირად დასჯადი იყოს. ამიტომ, უბრალოდ, ჯობია, რომ მსგავს დამოკიდებულებას, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს რამდენად კოლონიური მიდგომები აქვთ მათ სხვა ქვეყნების და მეზობლების მიმართ, უბრალოდ შეეშვან, - ამბობს 

"რადიკალები, ექსტრემისტები და ხულიგნები" - ასე მოიხსენიებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც თბილისში რუსილი ენის დაცვის დღის საზეიმო ღონისძიების გამართვა გააპროტესტეს. პუტინის მთავარი პროპაგანდისტი "ოცნების" ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ საქმეში პოლიცია ჩაერიოს და  ანტირუსული აქციის მონაწილეები დასაჯოს.  

მსგავსი სიახლეები