,,გავრილოვშინა" და ,,გავრილოვის გრძელი ღამე" უნდა დასრულდეს“ - ფიქრია ჩიხლაძე
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 14 წლის თავზე, ყველგან „გავრილოვია". "გავრილოვის გრძელი ღამე“ უნდა დასრულდეს,“ - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი, ფიქრია ჩიხრაძე სოციალურ ქსელში წერს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი 2019 წლის 19-20 ივნისის მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ ეს პროცესი, ფაქტობრივად, დღესაც გრძელდება.
„20 ივნისი, 7 წელი გავიდა „გავრილოვის ღამიდან“. მაშინ რუსი გავრილოვი ჩაჯდა პარლამენტის მთავარ სავარძელში; ახლა კი, ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის 14 წლის თავზე, ყველგან ,,გავრილოვია". გავრილოვის ღამე გავრილოვის დღეებად, თვეებად, წლებად გაგრძელდა.
ევროპული მომავლისთვის მებრძოლი გოგო-ბიჭები სინდისის პატიმრებად იქცნენელენე ხოშტარია ციხეში ზის და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს;
უკლებლივ ყველა პოლიტიკურ ლიდერს კვლავ ციხე ელოდება;ვინც ციხეში არ მოხვდება მახინჯი კანონებით გარეთ ექნება თავისუფლება აღკვეთილი.
,,გავრილოვშინა" და ,,გავრილოვის გრძელი ღამე" უნდა დასრულდეს“- წერს ფიქრია ჩიხრაძე „ფეისბუქზე“.