„გეგმა“ არსებობდა ერთი - ხაბეიშვილი 4 ოქტომბერზე დასმულ კითხვას პასუხობს

20.06.26 19:17
„გეგმა“ არსებობდა ერთი - ხაბეიშვილი 4 ოქტომბერზე დასმულ კითხვას პასუხობს

 

 

"გეგმა“ იყო ხალხი - ხალხი და მეტი არაფერი"- ასე პასუხობს 4 ოქტომბერზე დასმულ შეკითხვას პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი.  

ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე "ანეკდოტს" უწოდებს ყველა იმ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, აქციის მონაწილეები კოკკრეტულ მაღალჩინოსნებთან იყვნენ კოორდინაციაში. 

TV პირველისთვის, ციხიდან გამოგზავნილ წერილში, პატიმარი ხაბეიშვილი კრიტიკოსებს ხელიდან "კაპუჩინოს" გაგდებას და ბრძოლას ურჩევს. 

როცა უძლურებას ასხივებს ადამიანი ან რაიმე ჯგუფი, მაშინვე ყველას ურჩევნია, შეთქმულებებით დაკავდეს და რაიმე მოვლენებს გადააბრალოს, რომ ვერ იმარჯვებს მწამებელ რეჟიმზე.

„გეგმა“ იყო ხალხი - ხალხი და მეტი არაფერი. ხალხი, რომელიც იკრიბება, არ იშლება და უკან არ იხევს. დანარჩენი შეთქმულებები აბსოლუტური ანეგდოტია - ხალხის გარდა.

მსოფლიო ბანი, 72 წლის პაატა ბურჭულაძე რომ მოძალადეა ვინმეს სჯერა?! შიშველი ხელებით - დროშით ხელში, ძალადობა გაუგონია ვინმეს?!

ბავშვი არ დაუშვებს იმას, რომ ივანიშვილის დამონებული რეჟმისაგან ვინმეს იმედზე ყოფილიყო ვინმე!!! მართლა სულმდაბლობაა ამის ტირაჟირება გაუგებარი „ტიპებისაგან“.

ბურჭულაძე პაატა ბავშვია? - ილუზიებში ვიყავით ყველა, ვისაც ქვეყანა გვიყვარს და ბრძოლისთვის, თავდადებისთვის მოვემზადეთ.

კაპუჩინო ხელში, ტელევიზორიდან არჩევენ შეთქმულებებს და სისულელეებს, იცი რატომ? ერთი ადგილი არა აქვთ და ვინც გარისკა თავისუფლებისთვის ვეღარ გაუგიათ!

„გეგმა“ არსებობდა ერთი“ - ხალხის, მისი აღმატებულება ხალხის ნება და ბრძოლისუნარიანობა და აქ დიდი წერტილი!

14 წელია ივანიშვილის რეჟიმთან ომში ვარ! ჯერ საკრებულოში მკლავდნენ, მერე ქვებით მსდიეს (კასპი, საგარეჯო ხარაგაული და ა.შ.). ბოლოს ხარებას ბანდა მკლავდა, ახლა ციხეში ვარ და კაპუჩინოიანი ხალხი ექსპერტობს, დაყენებული სახით ჭკუას გავარიგებს.

თუ ვინმეს რამე შეუძლია - ლაი-ლაის ჯობია იბრძოლოს. თქვენ სკეპტიკურად უყურებდით, ვიღაც შეთქმულებაზე ჭორაობს, ვიღაც პროფესორობს და ამასობაში ბიძინამ გადახნა ჩვენი საქართველო!"- წერს ხაბეიშვილი. 

მსგავსი სიახლეები