ფოტორეპორტაჟი ლონდონიდან, სადაც ელენე ხოშტარიას მხარდამჭერი აქცია იმართება
ლონდონში, “დროას” ლიდერის ელენე ხოშტარის მხარდამჭერი აქცია იმართება. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები დაკავებული ოპოზიცინერი ლიდერის გათავისუფლებას ითხოვენ.
ცნობისთვის, „დროას“ ლიდერს მოსამართლე გიორგი არევაძემ 24 მარტს 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა. ელენე ხოშტარია სასჯელს იხდის კახა კალაძის პლაკატზე ფლომასტრით გაკეთებული წარწერისთვის.
რამდენიმე დღის წინ დაკავებული პოლიტიკოსსის ადვოკატმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. ინტერესების დამცველის თქმით, მას სახსრების აუტანელი ტკივილი აწუხებს და ხელჯოხით გადაადგილდება.
შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, ციხის ადმინისტრაციისა და სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარებული კვლევები არასაკმარისი და არაეფექტურია, რის გამოც მკურნალობის კონკრეტული გეგმა დღემდე არ არსებობს.