"ოცნება" გასტრონომიის ეროვნულ სააგენტოს ქმნის - რა ევალება ქვეუწყებას და რას ამბობენ ექსპერტები
"ქართული ოცნება" გასტრონომიის ეროვნულ სააგენტოს ქმნის. ირაკლი კობახიძის დადგენილებით, ირკვევა, რომ ახალი სსიპ-ის საქმიანობა გასტრონომიული მემკვიდრეობის კვლევა და პოპულარიზაცია იქნება. სააგენტოს კონტროლი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა, თუმცა ამ დრომდე უცნობია რა დაუჯდება ქართველ ხალხს სამინისტროს დაქვემდებარებული ახალი უწყების რჩენა.
რა უნდა გააკეთოს სამინისტროს ახალმა ქვეუწყებამ? ირკვევა, რომ მთავარი მისია ტრადიციული კერძების კვლევა/ძიება იქნება. როგორ მზადდება დამბალხაჭო, ქვევრის ღვინო, მესხური ტენილი ყველი და ჩურჩხელა - ეს ის პროდუქტებია, რომლის შესწავლასაც "ქართული ოცნების" აზრით, ცალკე სახელმწიფო უწყება სჭირდება და სწორედ ის დაეხმარება ქვეყანას მნიშვნელოვნად გააძლიეროს რეგიონალური განვითარების პროცესი.
"ქართული ოცნებისთვის" ჭამა/სმის სააგენტო შეიქმნა - ასე დაარქვეს ახალ უწყებას სახელი ექსპერტებმა და ფიქრობენ, რომ სააგენტო "ქართული ოცნების" მეგობრების და პარტიული აქტივის დასაქმების ადგილად იქცევა. ზოგს ახალმა უწყებამ ცნობილი ტელესერიალის სცენარიც კი გაახსენა.
ვრცლად ნახეთ თეკლა დონაძის რეპორტაჟში.