სააკაშვილმა ორი ოპოზიციური პარტია "ბიზნესპროექტად" დაასახელა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს უპირსპირდება. როგორც მან დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, “ლელო“ და პარტია “ახალი" ბიზნესპროექტია, რომელიც ექს-პრეზიდენტის მტკიცებით, "ნაციონალური ელექტორატის ჩამოსაშლელად შეიქმნა".
მისი თქმით, დღევანდელი ოპოზიცია გამარჯვების კრიტერიუმებს ვერ პასუხობს.
სააკაშვილმა 20 ივნისის აქციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 26 მაისის ორგანიზატორების დიდი ნაწილი ამ აქციაზე იმიტომ არ მივიდა, რომ ხალხის მხრიდან იყო მხარდაჭერილი.
მინდა, დავიწყო იმით, რომ რუსებმა წააგეს უგრეთში, რუმინეთში, მოლდოვაში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ისინი აგებენ უკრაინაში და ჩვენ ერთადერთი ის დაგვრჩენია, რომ ჩავგდეთ ამ ლოგიკურ ჯაჭვში, ამ დროს რითი ვართ დაკავებული. ივანიშვილის სასახლე ადგას თავზე თბილისს, ისევე როგორც ეს დიქტატურა აზის თავზე საქართველოს და მისი მოშრორება მხოლოდ შიდა თუხთუხით შეიძლება. მინდა, ვკითხო დარბაზს, ეს სიტუაცია გაკმაყოფილებთ? დღევანდელი ოპოზიცია პასუხობს, თუ არა გამარჯვების კრიტერიუმს, ჯერჯერობით არა. როცა 26 მაისის აქციაზე ბევრი ადამიანი მივიდა, ხოლოდ გუშინწინ, გავრილოვის ღამის აქციაზე 26 მაისის აქციის ორგანიზატორების დიდი ნაწილი არ მივიდა, იმის გამო, რომ ხალხის მიერ იქნა მხარდაჭერილი.
დიდი პატივისცემის მიუხედავად, “ლელო “არის ბადრის და მამუკას ბიზნესპროექტი, “ახალი“, რამდენადაც არ უნდა დავხუჭოთ თვალები, თავიდანვე შეიქმნა, როგორც ძმები გილაურების ბიზნესპროექტი, არა გასამარჯვებლად, არამედ ჩემი ნაციონალური ელექტორატის ჩამოსაშლელად, - განაცხადა სააკაშვილმა.