პარტიულმა სისტემამ თავი სრულად ამოწურა - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხელ სააკაშვილმა “ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. როგორც ენმ-ის დამფუძნებელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, "პარტიულმა სისტემამ თავი სრულად ამოწურა" და მისივე განცხადებით, ახლა რაიმე თანამდებობეზე მსჯელობა "სრული მარაზმია".
მისი თქმით, მას არავინ მოუხსნია და დაუნიშნია არსად, უბრალოდ აზრი გამოთქვა და ამას გაიზიარებენ თუ არა, მათი გადასაწყვეტია.
“იძახიან, მიშა და ბიძინა ერთია, ორივე კარნახობს გადაწყვეტილებებს პარტიას და ისინი იღებენ, რა სისულელეა“, - განაცხადა სააკაშვილმა.
ისიც გავიგე ზოგიერთისგან, რომ დახურულ წრეებში მიირება გადაწყვეტილებებიო, მიშა იზოლაციაშიაო. მიშა იძახის ერთი ხმა მაქვსო, მაგრამ ბევრად მეტი ხმა აქვს მის ხმასო, ამიტომ გავჩერდე, გავჩუმდე, პირი შევიკრა, როგორც ბევრი ოპოზიციონერი მომიწოდებს და გულგრილად ვიყო მიმდინარე სიტუაციის გამო? მინდა, აგიხსნათ დემოკრატიის ანი-ბანი, ამ შემთხვევაში მივმართავ ჩემ თანამებრძოლებს, ლიდერი, იმის ლიდერია, რომ მის აზრი არის მნიშვნელოვანი, თუ მის აზრს მხარს არ დავუჭერთ, ის ლიდერი აღარ არის. მე იმას კი არ ვამბობ, რომ გადავწყვიტე რაღაც, მე არავინ მომიხსნია და არავინ დამინიშნია არსად, მე გეუბნებით, რომ რაღაც აზრი მაქვს, გამოვთქვი, რომელიც შეგიძლიათ გაიზიაროთ, შეგიძლიათ არა. იძახიან, მიშა და ბიძინა ერთია, ორივე კარნახობს გადაწყვეტილებებს პარტიას და ისინი იღებენ, რა სისულელეა. ივანიშვილი დგას ფულზე და ძალაუფლებაზე, დაშინებასა და ფულზე. აბა, მითხარით, მე რომელიმესგან თანხა ამიღია ან ვინმეზე მიძალადია? თუ ლიდერი არ ხარ, შენს აზრს არავინ გაითვალისწინებს. პარტიულ თანამდებობებზე კამათი სრული მარაზმია, - განაცხადა სააკაშვილმა.