სახალხო დამცველი დღეს საკუთარ თავსაც ვერ იცავს! - ვიკა ფილფანი
სახალხო დამცველმა თავისი მანდატი დღეს გადასცა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, - ამის შესახებ გახარის გუნდის წევრმა, ვიკა ფილფანმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, მათ მიერ დასმულ კითხვებს იოსელიანის ნაცვლად "ოცნების" დეპუტატები პასუხობდნენ.
სახალხო დამველი დღეს საკუთარ თავსაც ვერ იცავს, - დაწერა ფილფანმა.
„სახალხო დამცველმა თავისი მანდატი დღეს გადასცა „ქართულ ოცნების“ დეპუტატებს. ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს იოსელიანის ნაცვლად გორდულაძე პასუხობდა და იცავდა სახალხო დამცველს.
სახალხო დამცველს არ შეუძლია დაასახელოს პასუხისმგებელი პირი ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებაზე!
სახალხო დამცველი დღეს საკუთარ თავსაც ვერ იცავს“, - განაცხადა ფილფანმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას ლევან იოსელიანმა ყურადღება გაამახვილა აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ პრობლემებსა და შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული სანქციების პროპორციულობის საკითხზე.