Nestle-მ სანქცირებულ „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო

22.06.26 15:18
Nestle-მ სანქცირებულ  „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო

კომპანია "ნესტლემ" დაიწყო შიდა გამოძიება, როგორ ხვდებოდა მათი რეკლამა სანქცირებული ტელე "იმედის" ეთერში - ინფორმაციას  ბრიტანული ბიზნეს-გამოცემა City A.M. ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, Nestle კომერციულ ურთიერთობას ინარჩუნებდა „იმედთან“ მას შემდეგაც, რაც გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ტელევიზიას სანქციები დააკისრა.

მსოფლიოში საკვებისა და სასმელების უმსხვილესმა მწარმოებელმა შეინარჩუნა კომერციული ურთიერთობა ქართულ მედიაკომპანია „იმედთან“ მას შემდეგაც, რაც ამ უკანასკნელს გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ თებერვალში სანქციები დაუწესა და კრემლის მიკერძოებულ რუპორად მოიხსენია.

ქართული ტელეარხი, რომელიც 2003 წელს ოლიგარქ ბადრი პატარკაციშვილის მიერ დაარსდა, შეყვანილია გაერთიანებული სამეფოს ოფიციალური სანქციების სიაში და დახასიათებულია, როგორც „უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ განზრახ მცდარი ინფორმაციის გამავრცელებელი. გამოცემა City A.M.-ისთვის ცნობილი გახდა, რომ Nestlé-ს შიდა მოკვლევას კომპანიის გლობალური იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი, ლიან გილი ხელმძღვანელობს, ლონდონის იურიდიული გუნდიდან კი პროცესში მარკ მორის ჯონსია ჩართული." - ნათქვამია სტატიაში. 

„გვინდა დაგარწმუნოთ, რომ Nestlé იცავს ყველა მოქმედ კანონს და საერთაშორისო სანქციას, და ეს მოიცავს ჩვენს საქმიანობას საქართველოშიც.“ - ამბობს Nestle-ს სპიკერი გამოცემის თანახმად. 

შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოში მოქმედ ორ სამთავრობო ტელევიზიას, „ტელეიმედსა“ და „პოსტივის“.

დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ ორივე ტელევიზია ჩართულია რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში.

მსგავსი სიახლეები