TI: დიდი ვარდნა გლობალურ რეიტინგებში – საქართველოში დემოკრატიის რღვევას 20 საერთაშორისო ინდექსი ასახავს

22.06.26 15:47
TI: დიდი ვარდნა გლობალურ რეიტინგებში – საქართველოში დემოკრატიის რღვევას 20 საერთაშორისო ინდექსი ასახავს

20 საერთაშორისო ინდექსში საქართველომ საკუთარი საუკეთესო შედეგი საშუალოდ 22%-ით გააუარესა, ხოლო, ზოგ შემთხვევაში, ვარდნა 50%-საც კი უახლოვდება - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. 

გლობალურ რეიტინგებში საქართველოს მაჩვენებლები ხშირად ხდება სპეკულაციის საგანი, თითქოს საერთაშორისო შემფასებელთა შორის არსებობს რაიმე რაიმე აზრთა სხვადასხვაობა ქვეყანაში დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით.

ჩვენ შევისწავლეთ მსოფლიოს 12 ავტორიტეტული ორანიზაციის მიერ წარმოებული 20-ზე მეტი საერთაშორისო ინდექსი, რომელიც ზომავს დემოკრატიის სხვადასხვა ასპექტს (კანონის უზენაესობა, სამოქალაქო თავისუფლებები, კორუფციის დონე) და ვნახეთ, რომ ყველა მათგანში კლება ფიქსირდება.

უფრო კონკრეტულად, ჩვენ ჯერ შევამოწმეთ, როდის ჰქონდა საქართველოს აღნიშნულ 20 საერთაშორისო ინდექსში მაქსიმალური ქულა, რაც ძირითადად 2017-18 წლები აღმოჩნდა, ხოლო შემდეგ შევადარეთ უახლეს, ძირითადად 2025 წლის, მონაცემებს.

შედეგად მივიღეთ საგანგაშო სურათი: 2025 წლისთვის დემოკრატიის ხარისხის დამთვლელ 20 საერთაშორისო ინდექსში საქართველომ საკუთარი საუკეთესო შედეგი საშუალოდ 22%-ით გააუარესა, ხოლო, ზოგ შემთხვევაში, ვარდნა 50%-საც კი უახლოვდება"- წერს TI. 

ორგანიზაცია წერს, რომ შესწავლილი 20 ინდექსიდან 9 ინდექსი ქულების მინიჭების გარდა ასევე ადგენს გლობალურ რეიტინგებს.

"ჩვენ ჯერ შევამოწმეთ, როდის ჰქონდა საქართველოს აღნიშნულ 9 რეიტინგში საუკეთესო ადგილი და ვნახეთ, რომ ამ მხრივ საუკეთესო 2017-18 წლები იყო, ხოლო შემდეგ შევამოწმეთ თუ რა პოზიციაზე იყო ქვეყანა უახლესი მონაცემებით. შედეგად გამოჩნდა, რომ საქართველო 9-ვე რეიტინგში მნიშნელოვნად დაქვეითდა, საშუალოდ 33 ადგილით"- აღნიშნულია კვლევაში. 

კვლევა ვრცლად ნახეთ აქ 

მსგავსი სიახლეები