ხამენეის სიმბოლიკა ფონიჭალაში - ოპოზიცია „ოცნებას“ ირანული გავლენების ხელშეწყობაში ადანაშაულებს
ფონიჭალის მეჩეთში ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიმბოლიკის გამოჩენამ ოპოზიციის კრიტიკა გამოიწვია. ოპოზიცია "ოცნების" ხელისუფლებას საქართველოში ირანული გავლენების ხელშეწყობაში ადანაშაულებს.
"დროას" წევრი გიგა ლემონჯავა აცხადებს, რომ ქვემო ქართლში ირანის რეჟიმთან დაკავშირებული იდეოლოგიური გავლენები მიზანმიმართულად ძლიერდება.
"ქართული ოცნება" აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ირანის ტერორისტული რეჟიმის გავლენა საქართველოში იყოს რაც სეიძლება მაღალი. ეს ეხება როგორც ვემო ქართლის რეგიონს, ასევე ზოგადად, ქვეყანას. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვემო ქართლის რეგიონში საქმე გვაქვს ადამიანების დოქტრინაციასთან, მათ იდეოლოგიზაციასთან, მათ რეკრუტირებასთან, რის უკანაც დგას ირანის ტერორისტული რეჟიმი. ჩვენ ვხედავთ ირანის ტერორისტული რეჟიმის სახეებს პირდაპირ, მაგალითად, აიათოლა ალი ხამენეის ან ირანის რევოლუცირ გუშაგთა კორპუსის და ირანის ტერორისტული რეჟიმის სახეებს, რომელთა ფოტოებიც პრაქტიკულად ხდება იქ სიმბოლოები, რითაც ადამიანები მოძრაობენ ქუჩაში, აწყობენ მარშებს და ა.შ. ასევე ხასან ნასრალა და სხვა ტერორისტები პირდაპირ ალქაიდას, ირანის რეჟიმიდ, ჰეზბოლას სხვადასხვა ტერორისტები. ამას არაფერი საერთო რწმენასთან არ აქვს. ეს არის პირდაპირ ირანის ტერორისტული ქსელის გავლენის ხელშეწყობა საქართველოში, რაზეც არის პასუხისმგებელი პირადად ბიძნა ივანიშვილი, - ამბობს გიგა ლემონჯავა.
ანალოგიურ საფრთხეებზე საუბრობს თეონა აქუბარდიაც. მისი შეფასებით, ფონიჭალაში გავრცელებული კადრები ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საგანგაშო სიგნალია და სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებას საჭიროებს.
ამ ქვეყნის სულიერ ლიდერის ფოტოს ფონზე მიმდინარეობს ჩვენი თანამოქალაქეების მის წინაშე ერთგულების დრამატული დემონსტრირება. და, მაშინ, როდესაც ირანი არის ქვეყანა, რომელიც არის რუსეთის მოკავშირე და მტერი აშშ-სი და მაშინ, როდესაც არცერთი ჩვენი მეზობელი, არც აზერბაიჯანი და არც სომხეთი ამ ტიპის საფრთხეებს არ უშვებს საკუთარ ქვეყანაში, რომ მოხდეს იდეოლოგიური ინფილტრაცია ირანული გავლენების საკუთარ ტერიტორიაზე, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ იდეოლოგიურ კავშირს "ქართული ოცნების" ირანის რეჟიმთან, რომელიც ადგილზეა და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოება აბსოლუტურად არის მიშვებული ალალ ბედზე და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა დიდი საფრთხეა დღეს "ქართული ოცნება" საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, - ამბობს თეონა აქუბარდია.
ოპოზიციის ბრალდებებს კატეგორიულად არ ეთანხმება ივანიშვილის გუნდი. „ქართული ოცნების“ წევრი ნინო წილოსანი აცხადებს, რომ ქვეყანაში უცხო ქვეყნების გავლენის ნიშნები არ იკვეთება და უსაფრთხოების სამსახურები თავიანთ საქმეს ეფექტიანად ასრულებენ.
მე რამე შემატყვეთ სუსის? შეგიძლიათ მათ დაუსვათ კითხვა. არანაირ უცხო ქვეყნის გავლენებს ამ ქვეყანაში ადგილი არ აქვს. ბოლო, რაც ყველაზე მავნებლური გავლენები იყო ენჯეო სექტორში, ვფიქრობ, რომ ისიც გამჭვირვალობამ რაღაცნაირად დაარეგულირა და აღმოფხვრა. თქვენ გინდათ, რომ რაღაც დაპირისპირება თუ შღლი გააღვივოთ რელიგიურ ნიადაგზე, ნამდვილად არ გამოგივათ. ამიტომ, მიეცით ადამიანებს თავისი აღმსარებლობის ნორმალურად წარმართვის შესაძლებლობა და კონსპირაციებტან მიმართებით ნუ ეკონტაქტებით ჯო უილსონს. მინდა, რომ მშვიდად იყოთ, ტერორიზმთან მიმართებით სუსი ძალიან მაღალკვალიფიციურ და მაღაპროფესინალურ სამუშაობს ასრულებს, - ამბობს ნინო წილოსანი.
თბილისის ფონიჭალის „აჰლი ბეითის“ მეჩეთი ბოლო წლებში არაერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში ირანის რეჟიმთან დაკავშირებული სიმბოლიკისა და გზავნილების გამო. ამჯერად, მუჰარამის თვესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე ერთ-ერთ დამსწრეს ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის გამოსახულებიანი მაისური ეცვა. ღონისძიებას ესწრებოდა ახუნდი რახიდ ქერიმოვიც, რომელმაც მიმდინარე წლის მარტში ხამენეის შესახებ საჯარო განცხადებები გააკეთა და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მწვავედ გააკრიტიკა. ინფორმაცია და ღონისძიებიდან კადრები „ტაბულამ“ გაავრცელა.