თავმჯდომარეობაზე კენჭისყრას არ ვაპირებ - პეტრე ცისკარიშვილი
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, პეტრე ცისკარიშვილის თქმით, ივლისის შუა რიცხვებამდე გაირკვევა პოლიტსაბჭოს ჩატარების თარიღიც და ისიც, როგორც მოხდება პარტიის თავმჯდომარის შერჩევა.
ცისკარიშვილის თქმით, მას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, ვის სურს იბძოლოს პარტიის თავმჯდომარეობისთვის, თუმცა დაზუსტებით იცის, რომ ეს თავად არ იქნება.
ცვლილებების წესს, იგივე არჩევნები როდის დაინიშნოს, რა წესით გაიმართოს, საერთოდ, ჩაინიშნოს თუ არა არჩევნები, იმიტომ რომ არის თუ არა თავმჯდომარეობისთვის კონკურენტული გარემო, ამ გადაწყვეტილებებს იღებს პოლიტსაბჭო. შესაბამისად, მას შემდეგ, იგივე ყრილობის მოწვევის წესიც, პოლიტსაბჭოზე მტკიცდება ხოლმე. მე თავმჯდომარეობაზე კენჭისყრას ნამდვილად არ ვაპირებ, ამ ეტაპზევე შემიძლია ვთქვა. რაც მესმის სხვადასხვა ადამიანებისგან, იგივე ქალბატონი ჟორჟოლიანი დაბეჯითებით არ ამბობს, რომ კენჭს იყრის. სწორედ აქედან გამომდინარე იღებს ხოლმე პოლიტსაბჭო გადაწყვეტილებებს, ჩატარდეს თუ არა არჩევნები, არის თუ არა კონკურენცია, ამ კონკრეტულ პოზიციაზე და რა წესით ჩატარდეს. შესაბამისად, იმ დროისთვის, ივლისის შუა რიცხვებისთვის, როდესაც ვადები გარკვეულ დედლაინებამდე მივა, იმედი მაქვს, გამოკვეთილი იქნება ის ველი და კონკურენტული გარემო, რაც უკავშირდება ახალი ლიდერშიფის არჩევას, - განაცხადა ცისკარიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, დარჩება თუ არა პარტიაში, თუ ნანუკა ჟორჟოლილიანი გახდება თავმჯდომარე, ცისკარიშვილი შემდეგნაირად პასუხობს:
ჯერ მივიდეთ იქამდე, ვინ დააყენებს კანდიდატურას, ვინ იქნება არჩეული და ჩვენ გადაწყვეტილებებსაც აუცილებლად მოგახსენებთ, აქ ვართ, არსად მივდივართ, - თქვა მან.