იმ ძალებით და იმ რესურსებით, რაც გაგვაჩნია, ვცდილობთ, მაქსიმუმი გავაკეთოთ - ცისკარიშვილი
“ნაციონალური მოძრაობის“ უმოქმედობასთან დაკავშირებით განცხადებები პეტრე ცისკარიშვილისთვის მიუღებელია.
ენმ -ს ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ პარტია, შეძლებისდაგვარად, ყველა ველზე აქტიურობს.
ჩვენ ვმუშაობთ, როგორც ზოგიერთებმა განაცხადეს, შუქები ანთებულია, არავის ჩაუქრია. იმ ძალებით და იმ რესურსებით, რაც გაგვაჩნია, ვცდილობთ, მაქსიმუმი გავაკეთოთ. მეორეც არის, ამ მომენტისთვის და ესეც ობიექტური რეალობაა, თუ საგნობრივ სიბრტყეში გვინდა ვიმსჯელოთ, დღევანდელ მოცემულობაზე, პოლიტიკური რინგი გაშლილი ნამდვილად არ არის. თანამდებობის გადანაწილება ხდება იგივე შიდა დემოკრატიით, არჩევნებით, პოლიტსაბჭოთი, ყრილობით. არსებობს გაწერილი ინსტიტუციონალური წესები, რასაც შეიძლება ადამიანმა მისდიოს და ყოველგვარი ჩხუბის და დავიდარაბის გარეშე იქნას დაკომპლექტებული ლიდერშიფი. სიარული კარგია, ხელის ჩამორთმევა საჭიროა, მაგრამ მომავალ წლებში, კიდევ უფრო მეტი ეფექტურობით შეიძლება სოციალური ქსელების გამოყენება, ხალხის აზრის ჩამოყალიბება ფორმირებისთვის, - განაცხადა ცისკარიშვილმა.