გაათავისუფლებენ თუ არა მოძალადე პოლიციელებს? - რა ეჭვები აქვთ იურისტებს
როგორ გაჩნდა მოძალადე პოლიციელების საქმეში ერთიმეორის მიყოლებით ხელწერილები, რომ დაზარალებულებს პრეტენზია არ აქვთ პოლიციასთან? - შს მინისტრის მოადგილე პროკურატურასთან გვამისამართებს. არადა კითხვების ადრესატი სწორედ ის უწყებაა, რომელიც განყოფილებაში მოქალაქეებზე სადისტური წესებით ძალადობდნენ. 4 წელი ეს დანაშაული შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიმალა, მეტიც ირკვევა, რომ პოლიციელი, რომელიც სისასტიკეს ჩადიოდა დააწინაურეს და ქუთაისიდან თბილისში გადმოიყვანეს სამუშაოდ.
სადისტური წესებით მოქალაქის ცემის შემდეგ, პოლიციელი ბექა კუხალაშვილის თბილისში გადმოყვანა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სტანდარტული პროცედურაა, თუმცა სტატისტიკა, რაც მოქალაქეებზე პოლიციელების ძალადობის გამოუძიებელ საქმეებს ასახავს, ნათლად აჩვენებს, რომ როგორც წესი, კუხალაშვილისნაირი პოლიციელები წახალისებულები არიან.
წამება და არაადმიანი მოპყრობა სწორედ ამ დანაშუალს ხედავენ იურისტები კადრებში, რომელიც "TV პირველმა" მოიპოვა და გაასაჯაროვა. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის" საეჭვოა, როდესაც დაზარალებულები ერთიმეორეს მიყოლებით წერენ განცხადებებს, რომ მოძალადე პოლიციელებთან პრეტენზია არ აქვთ.