ანა წითლიძე არ გამორიცხავს, რომ ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა დააყენოს
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანა წითლიძე არ გამორიცხავს, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა დააყენოს.
მისი თქმით, ის ისურვებდა, რომ არჩევნებში ბევრმა კანდიდატმა მიიღოს მონაწილეობა. ხოლო თავად მას დაუჭერს მხარს, ვინც აჩვენებს "ნაციონალური მოძრაობა" როგორ უნდა განვითარდეს ერთი წლის განმავლობაში.
მე ვისურვებდი, რომ იყოს მეტი, ასევე იყვნენ კანდიდატები იმიტომ, რომ ეს არის დემოკრატიული პროცესი და მე ამის მიხედვით გავაკეთებ ჩემს არჩევანს, მათ შორის ვის დავუჭერ მხარს. იმის მიხედვით, რომ მე კანდიდატებისგან მოვისმინო როგორ უყურებენ "ნაციონალური მოძრაობის" განვითარებას უახლოესი 1 წლის განმავლობაში.
კი, [მომხრე ვარ მრავალკანდიდატიანი არჩევნების] და დარწმუნებული ვარ, რომ იქნებიან კანდიდატები. მე ვერ ვილაპარაკებ სახელებით და გვარებით. მოდი ესე ვიტყვი, რომ არც დავადასტურებ და არც უარვყოფ ამ ინფორმაციას [რომ შეიძლება ვიყო კანდიდატი] იმიტომ, რომ შეიძლება იყოს კიდევ სხვა კანდიდატები და შეიძლება ეს პროცესიც იყოს. ზუსტად ამაზე არც კის გიპასუხებთ და არც არას გპასუხობთ. იმისთვის, რომ რეალური შიდა დემოკრატია ჩანდეს, რეალური კონკურენცია იყოს და რაც ყველაზე მთავარია, მე ახლა კანდიდატი ვიქნები თუ არ ვიქნები... არ გამოვრიცხავ არაფერს... ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ჩემთვის ის არის, რომ მე იმ კანდიდატს, რომელიც მე იმას მანახებს, რომ ერთი წლის განმავლობაში როგორ უნდა განვითარდეს "ნაციონალური მოძრაობა", - განაცხადა ანა წითლიძემ.