"ქართული ოცნება" ძალაუფლების პარტიად იქცა" - ვიქტორ ყიფიანი

22.06.26 22:42
"ქართული ოცნება" ძალაუფლების პარტიად იქცა" - ვიქტორ ყიფიანი

"ოცნების" წიაღში მიმდინარე პროცესები განსაკუთრებით გვწიყობს ხელს, როგორც პოლიტიკურ კონტრასტს, ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებაში" - ამის შესახებ ინიციატივა "ჯერ საქართველოს" დამფუძნებელმა, ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა. 

მისი თქმით, "ქართული ოცნება" ძალაუფლების პარტიად იქცა, რაც მათ ეხმარება, რომ მეტი მხარდამჭერი მოიპოვონ. 

"ქართულ ოცნებაში" ან რასაც ჩვენ ვეძახით "ქართულ ოცნებას" იმიტომ, რომ ეს არ არის კლასიკური პოლიტიკური პარტია, როგორც მსოფმხედველობრივი, იდეოლოგიური ღერძის ირგვლივ გაერთიანებული, ერთი რამ ვიცი დარწმუნებით, რომ "ქართული ოცნების" წიაღში მიმდინარე პროცესები განსაკუთრებით გვიწყობს ჩვენ ხელს, როგორც პოლიტიკურ კონტრასტს სწორედ იმ ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებაში. 

2028 წლის არჩევნებამდე პერიოდზე რომ ვსაუბრობთ ჩვენ იმიტომ, რომ სიმართლე გითხრათ, სკეპტიკურად ვუყურებ ვადამდელი არჩევნების საკითხს, ვინაიდან დრო მიდის და ეს საკითხი მხოლოდ მონაჭორის დონეზე მუსირებს. რა დაგვეხმარება ჩვენ - პირველ რიგში, დაგვეხმარება, რომ ყველა პოლიტიკური ძალა ვაღიაროთ, როგორც სრულფასოვანი პოლიტიკური ძალა და არცერთს არ ვეპყრობოდეთ დაკნინებითა და დაუფასებლობითა და შეუფასებლობით, პატივს ვცემდეთ კრიტიკულად მოაზროვნე ამომრჩეველს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებდეთ ობიექტურ მედიას და აუცილებლად ხაზს ვუსვამდეთ ერთ რამეს, რომ ქართული მართლსმაჯულება, ეს ვადამდელი არჩევნების შედეგად იქნება, თუ არჩევნების შემდეგ, აუცილებლად უნდა დარჩეს საკუთარ თავთან მარტო, ის აუცილებლად მომავალმა ხელისუფლებამ ქართული მართლმსაჯულება უნდა გაიყვანოს მომსახურეობის ზონიდან. 

ასეთ პრინციპებზე აქცენტირება, იმ ფონზე რაც ხდება "ქართულ ოცნებაში", რომელიც ძალაუფლების პარტიად იქცა და არა ხელისუფლების, დაგვეხმარება ჩვენ, რომ რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერი ვიპოვოთ," - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.