"ორი წელია ჩვენ გვაქვს ოპოზიციის მხრიდან საკუთარი ხელიდან გაუქმებული არჩევნები" - ნიკა ობოლაძე

22.06.26 22:56
"ორი წელია ჩვენ გვაქვს ოპოზიციის მხრიდან საკუთარი ხელიდან გაუქმებული არჩევნები" - ნიკა ობოლაძე

"ორი წელია ჩვენ გვაქვს ოპოზიციის მხრიდან საკუთარი ხელიდან გაუქმებული არჩევნები" - ამის შესახებ პოლიტიკოსმა ნიკა ობოლაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ქართული ოპოზიცია ორი წელია ატარებს კამპანიას, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს და "თუ არჩევნებს აზრი არ აქვს, თუ რევოლუციას და ქუჩას აზრი არ აქვს, მაშინ რანაირი პოლიტიკური დუღილი უნდა არსებობდეს ამ ქვეყანაში". 

მთავარი პრობლემა არის ის რომ, არა ის რომ ხელისუფლებამ გააყალბა არჩევნები, ეს არის მთავარი კი, ოღონდ ეს არის ხელისუფლების მხრიდან, მისი ხელიდან გაუქმებული არჩევნები, მაგრამ ორი წელია ჩვენ გვაქვს ოპოზიციის მხრიდან საკუთარი ხელიდან გაუქმებული არჩევნები. ორი წელია ოპოზიციას აქვს კამპანია, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, ყველაფერი მორჩა. თუ არჩევნებს აზრი არ აქვს, თუ რევოლუციას და ქუჩას აზრი არ აქვს, თუ ორივეს - ვინც არჩევნებში შევიდა გმობ და ვინც სასახლის ღობეზე გადახტა იმასაც გმობ, მაშინ რანაირი პოლიტიკური დუღილი უნდა არსებობდეს ამ ქვეყანაში. ამიტომ არ არსებობს. ამიტომ რა არის გამოსავალი და ზუსტად მაგას ვამბობ, რომ გამოსავალი არის, ჩემი აზრით, არა იმაზე ფსონის დადება, რომ და რაც ტყუილი მგონია, რომ ივანიშვილი გაიქცევა თეირანში ან პეკინში, გამოსავალი არის ის, რომ თუ გინდა ვინმეს ჭიდაობა მოუგო, იმას არ უნდა ამბობდე, რომ იმდენად მეზიზღება ხელს არ მოვკიდებო..." - განაცხადა ნიკა ობოლაძემ.