საქართველოში მიწისძვრა მოხდა

23.06.26 10:44
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, გამთენიისას, 04:07 საათზე, საქართველოში 4,4 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფისირდა.

ილიაუნის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი რაჭაში, ქალაქ ამბროლაურის დასავლეთით, 7 კმ-ში, სოფელ ხონჭიორში იყო.

სოციალურ ქსელებში მოქალაქეები წერენ, რომ ბიძგები იგრძნეს მოშორებითაც - ლეჩხუმში, თერჯოლასა და ქუთაისში.

მსგავსი სიახლეები