ვრცელდება ოთარ ფარცხალაძის ინტერვიუს ანონსი, სადაც ის ამტკიცებს რომ კნიაზი რომანოვის შთამომავალია

05.11.26 19:25
ვრცელდება ოთარ ფარცხალაძის ინტერვიუს ანონსი, სადაც ის ამტკიცებს რომ კნიაზი რომანოვის შთამომავალია

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ოთარ ფარცხალაძე - რომანოვი კამერების წინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა. 

სოციალურ ქსელში ვრცელდება არაერთი ქვეყნის მიერ სანქცირებული საქრთველოს ექს-პროკურორის ინტერვიუს ანონსი, სადაც ის ასახელებს მიზეზს, რატომ აირჩია გვარად რომანოვი. 

"ჩემი წინაპატი იყო კნიაზი რომანოვი"- უთხრა ფარცხალაძემ ვალერი კვარაცხელიას, რომელმაც ექს-პროკურორისგან ინტერვიუ სავარაუდოდ რუისეთში აიღო. 

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელიც ამჟამად რუსეთის მოქალაქეა, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული. 

ფარცხალაძეს, რომელმაც გვარი შეიცვალა და ფარცხალაძე-რომანოვი გახდა, 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

საქმის მასალების მიხედვით, ლევან ჯანგველაძე თბილისში გელა უძილაურმა მოკლა, მას სასამართლომ 24 ოქტომბერს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

ბრალდების მხარე ამბობს, რომ  დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერებს, ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს და მისი ნდობით აღჭურვილ პირებს, ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებს, ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული სახის უთანხმოება და დაპირისპირება გააჩნდათ ლევან ჯანგველაძესთან“ და მისი მკვლელობა დააორგანიზეს.

ამის პარალელურად, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსეთში მოხალისეთა ქვედანაყოფი „გეორგიევსკი“ ჩამოაყალიბა. საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის განცხადებით, ქვედანაყოფის სახელწოდება გეორგიევსკის ტრაქტატს უკავშირდება, „რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ქართველი ხალხის ისტორიაში“.

მსგავსი სიახლეები