იმას რასაც კრემლი "დროას" აბრალებს, წესით, მეც უნდა მაბრალებდეს - სალომე ზურაბიშვილი

05.11.26 18:53
 იმას რასაც კრემლი "დროას" აბრალებს, წესით, მეც უნდა მაბრალებდეს - სალომე ზურაბიშვილი

რუსეთის მიერ „დროას“ არასასურველ პარტიად გამოცხადებას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი რუმინეთიდან აფასებს. 

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, იმას რასაც კრემლი "დროას" აბრალებს, წესით, ყველა იმ ქართულ პოლიტიკურ პარტიას უნდა აბრალებდეს, რომელიც მართლა საქართველოს ინტერესებს იცავს. 

"ეს უნდა დამაბრალონ მე და უნდა დააბრალონ ქართულ მთავრობას, თუ კი ის მთავრობა იცავს საქართველოს სუვერენიტეტს. რა გააკეთა ისეთი დროამ, რა არ უნდა გააკეთოს ნებისმიერმა საქართველოში მოქმედმა, ქვეყნის ინტერესების დამცველმა პარტიამ. ელენე მოგიკითხავ"- თქვა ზურაბიშვილმა. 

რუსეთმა პოლიტიკური პარტია „დროა“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებით, პარტია „დროას“ საქმიანობა „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო „არასასურველად“ გამოცხადდა.

 

მსგავსი სიახლეები