დეტექტივის დაგვიანებული პატაკი და დაცვის გარეშე დარჩენილი სააკაშვილი - რა ხდებოდა 8 ოპოზიციონერის პროცესზე

23.06.26 20:36
დეტექტივის დაგვიანებული პატაკი და დაცვის გარეშე დარჩენილი სააკაშვილი - რა ხდებოდა 8 ოპოზიციონერის პროცესზე

 

 

მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე დაცვის გარეშე დარჩა. მოსამართლე მიხეილ მახარობლიძემ სასამართლოს შეურაცხყოფის მოტივით სხდომათა დარბაზიდან სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია გააძევა, ბრალდებულს კი დროებით საზოგადოებრივი ადვოკატი დაუნიშნა, ვიდრე ახალი დამცველი მოიძებნება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დაცვის მხარე მოსამართლე მახარობლიძეს უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. იურისტების განცხადებით, დახურულ პროცესებზე მოსამართლე ხშირად პროკურატურის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს, ზღუდავს ადვოკატების შეკითხვებს და მხარეს მოწმეების სრულფასოვანი დაკითხვის შესაძლებლობას არ აძლევს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების საქმე კვლავ დახურულ რეჟიმში განიხილება. პროცესზე დღეს ჩვენება ავთანდილ დვალმა მისცა. პროკურატურის ვერსიით, სწორედ დეტექტივმა ამოიცნო და დაასახელა ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და გიორგი ვაშაძე.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები