ტრამპი უფეხო იხვად იქცა, ვაშინგტონი რეჟიმის დასანქცირების პროცესს განაახლებს - შალვა ნათელაშვილი

05.11.26 23:26
ტრამპი უფეხო იხვად იქცა, ვაშინგტონი რეჟიმის დასანქცირების პროცესს განაახლებს - შალვა ნათელაშვილი

ვაშინგტონი რეჟიმის დასანქცირების პროცესს განაახლებს - ასეთი პროგნიზი აქვს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს. 

როგორც შალვა ნათელაშვილმა ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" სტუმრობისას განაცხადა, აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატების მიერ კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლის დაბრუნებისა და რესპუბლიკელების ისტორიული მარცხის შემდეგ, "მეგობარი აქტის" კენჭისყრა ისევ დადგება დღის წესრიგში და დოკუმენტი დამტკიცდება. 

"შაულედური არჩევნების შემდეგ პრეზიდენტს კოჭლ იხვს უწოდებენ"- თქვა ნათელაშვილმა. 

მისივე შეფასებით, დონალდ ტრამპმა საქართველო პრეზიდენტ პუტინს მოჰყიდა. ამის მაგალითად ოპოზიციონერი ასახელებს ფაქტს, რომლის მიხედვითაც,  სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში პარტიების აკრძალვის საქმეებს არ გამოხმაურებია. 

"ტრამპმა ორივე პალატა დაკარგა, იქცა უფეხო იხვად, ახლა იჯდება და იქნება თავდაცვის რეჟიმში. ნამდვილად არ ეცლება პუტინის საამებლად, დიქტატორებთან საღლიცინოდ და ივანიშვილის დასაცავად და მის მფარველად, ეს გაითვალისინა რუსეთმა და აჩქარებინებს საქართველოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვას და პოლიტიკური ველის მოსუფთავებას"- დასძინა მან. 

მსგავსი სიახლეები