შსს-დან პროკურატურაში - კახა მურადაშვილი გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ დაინიშნა
შსს-დან პროკურატურაში - პოლიციის მაღალჩინოსანი კახა მურადაშვილი საქართველოს გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, მურადაშვილი აღნიშნულ პოზიციაზე მიმდინარე წლის 22 ივნისს დაინიშნა. მურადაშვილამდე პირველი მოადგილის თანამდებობას ზურაბ ბელთაძე იკავებდა. ის ახლა მოადგილის პოსტზე რჩება.
კახა მურადაშვილი სხვადასხვა პერიოდში პოლიციაში მაღალ თანამდებობებს იკავებდა.
მსგავსი სიახლეები
24.06.26 10:32
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
კარაფანო, Independence Avenue Media-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ სანქციების მოხსნა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ საქართველოს ხელისუფლება ვაშინგტონს რეალურ წინადადებებს შესთავაზებს