ევროსაბჭოში დაგეგმილი დებატებამდე რეზოლუციის პროექტს შესწორებები დაემატა - რას ითხოვენ დეპუტატები

24.06.26 18:38
ევროსაბჭოში დაგეგმილი დებატებამდე  რეზოლუციის პროექტს შესწორებები დაემატა - რას ითხოვენ დეპუტატები

 

 

ევროსაბჭოში საქართველოს შესახებ დებატები იწყება - ევროსაბჭოში საქართველოს შესახებ საგანგებო დებატები იწყება. რამდენიმე წუთის წინ რეზოლუციის პროექტს შესწორებები ჩაემატა, რომელიც ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას შეეხება. დეპუტატები ითხოვენ, საბოლოო დოკუმენტში გაჩნდეს ფრაზა, რომ სტრასბურგი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციაზე და გმობს დამამცირებელ მოპყრობას, რომელშიც ხოშტარია იმყოფება.

ამასთან ევროსაბჭოში საქართველოს შესახებ შესწორებების მიხედვით, საუბარია სხვა პოლიტპატიმრებზეც - ნიკა მელიაზე, ლევან ხაბეიშვილზე, ირაკლი ნადირაძეზე, პატაა მანჯგალაძეზე და მიხეილ სააკაშვილზე.

... შეთხზულ ბრალდებებზე, მათ შორის ელენე ხოშტარიას, ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილს, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. ასევე, გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის გამო და გმობს დამამცირებელ მოპყრობას..." - წერია რეზოლუციის ტექსტში. 

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს შესახებ რეზოლუციას დაამტკიცებს. 

  • ცნობისთვის, დღეს, ასამბლეის საზაფხულო სესიის სხდომაზე საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება და კენჭი ეყრება რეზოლუციის პროექტს, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ მდგომარეობას აფასებს.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ევროპელი დეპუტატები ელენე ხოშტარიას შესახებ ისაუბრებენ, ამასთან, გაიჟღერებს მოთხოვნები ყველა პოლიტიკური პატიმრის გამოშვებასთან და ქვეყანაში თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. 

დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი მხარდაჭერა იქნება საქართველოს მიმართ, საქართველოს დემოკრატიული, ევროპული მომავლის მიმართ და უკიდურესად სამწუხაროა, რომ საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანებიდან 27 წლის თავზე საუბარია არა  საქართველოზე, როგორც შემდგარ, ევროპულ სახელმწიფოზე, არამედ საქართვლოში ავტოკრატიული რეჟიმის კონსოლიდაციაზე. დიდი ინტერესია, რა თქმა უნდა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, ევროპელი დეპუტატები ამაზე ისაუბრებენ და გაიჟღერებს მოთხოვნები ყველა პოლიტიკური პატიმრის გამოშვებასთან დაკავშირებით და ქვეყანაში თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რაც არის კრიზისიდან გამოსავლის ერთადერთი გზა," - ამბობს თინა ბოკუჩავა.

პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრი, ანა ბუჩუკური აღნიშნავს, რომ საქართველომ ევროპის საბჭოს ძირითად პრინციპებს გადაუხვია, რის შედეგადაც სამწუხარო რეალობა დადგა და ამ ყველაფერზე პასუხისმლგებლობა "ქართულ ოცნებას" ეკისრება. 

მოლოდინი მაქვს, რომ ამ ანგარიშს, რომელიც იმ სამწუხარო რეალობას ასახავს, რაშიც ვიმყოფებით საქართველოს მოქალაქეები, ეს ანგარიში დამტკიცდება. ევროპის საბჭო რა ძირითად პრინციპებზე დგას - ეს არის ზუსტად დემოკრატია და ადამიანის უფლებები, ეს არის მისი მანდატი, შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამ, "ოცნების" ხელისუფლებამ როდესაც ამ ძირითად პრინციპებს გადაუხვია, ეს სამწუხარო რეალობა დადგა 100% "ოცნების" პასუხისმგებლობით. ჩვენი პარტნიორები აგრძელებენ, მყარად იდგნენ საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის გვერდით იმიტომ, რომ პარტია სახელმწიფო არ არის, პარტიები მოდიან, პარტიები მიდიან, მაგრამ ქართველი ხალხი და ეს ქვეყანა მყარად დგას და ჩვენს ქვეყანას ნამდვილად ჰყავს ისტორიული მეგობრები," - თქვა ანა ბუჩუკურმა. 

მსგავსი სიახლეები