დიდი გადაადგილებები ძალოვან უწყებაში - ვინ სად გადაიყვანეს და რატომ?
დიდი საკადრო ცვლილებები საქართველოს პროკურატურაში - გიორგი გვარაკიძის მოადგილე კახა მურადაშვილი გახდა. ის დღეიდან მთავარი პროკურორის პირველ მოადგილის პოზიციას დაიკავებს და თუ გვარაკიძეს გაუშვებენ ან წავა, სწორედ ყოფილი პოლიციის მაღააჩინოსანი კახა მურადაშვილი შეასრულებს გენერალური პროკურორის მოვალეობას.
იმისთვის რომ მურადაშვილი მთავრი პროკურორის პირველი მოადგილე გამხდარიყო, დიდი გადაადგილებები მოხდა უწყებაში. პირველი მოადგილე ბელთაძე რიგით მოადგილედ გადაიყვაენს და ეს პოსტი საგანგებოდ მურადაშვილისთვის გაათავისუფლეს. მურადაშვილის სახელი აქციების ხმაურიანი დაკავებებიდან და პოლიტიკური ლიდერების საქმეებიდან ახსოვს საზოგადოებას .
კახა მურადაშვილის პირველ მოადგილედ დანიშვნა მხოლოდ საკადრო ცვლილებად არ აღიქმება და პოლიტიკურ თუ სამართლებრივ წრეებში უკვე არაერთ კითხვას. მურადაშვილის ახალი სტატუსი ავტომატურად ზრდის მის როლსა და გავლენას უწყებაში. გარდა იმისა რომ მურადაშვილი აქციის მონაწილეებზე ძალადობაში ამხელენ, ის ასევე იყო მთავრი არხის მეწილის გიორგი რურუას საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე. მაშინ რურუა ამბობდა, რომ იარაღი ჩაუდეს. საბოლოოდ კი ის პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა.
მთავარ პროკურატურაში ცვლილებების ფონზე ცვლილებებია შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. შიდა ქართლის პოლიციის უფროსის თანამდებობაზე სერგი ბზიშვიშვილი პოლიციის პოლკოვნიკმა რამაზ თათარაშვილმა ჩაანაცვლა.
ვის რა თანამდებობაზე დანიშნავენ ძალოვან უწყებაში ამას ოპოზიციის შეფასებით დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პროდასავლური ძალები აანონსებენ რომ ყველა მოძალადე ძალოვანი პასუხს სამართლიანი სასამართლოს პირობებში აგებს.