"ოცნება” ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს - გახარია

24.06.26 19:51
"ოცნება” ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს - გახარია

„ქართულ ოცნებას“ რუსეთთან „კოლაბორაციონიზმში“ ადანაშაულებს „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი. 

"რუსეთი აჩქარებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ანექსიის პროცესს, რომლის მიზანია საქართველოს ტერიტორიების რუსეთის ფედერაციაში მიერთება"- წერს ექს-პრემიერი. 

მისი თქმით, ამ უკიდურესად ტრაგიკული პროცესების ფონზე, საქართველოს ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი კობახიძე დუმილს ინარჩუნებენ და უარს ამბობენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმდინარე უხეში დარღვევების დაგმობაზე.

"რუსეთი აჩქარებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ანექსიის პროცესს, რომლის მიზანია საქართველოს ტერიტორიების რუსეთის ფედერაციაში მიერთება. ამ მიზნით, საოკუპაციო ადმინისტრაციის სათავეში დაინიშნა რუსი ჩინოსანი და სწრაფი ტემპით ხორციელდება 2026 წლის 9 მაისს ხელმოწერილი ე.წ. „ინტეგრაციის შეთანხმება".

ამ უკიდურესად ტრაგიკული პროცესების ფონზე, საქართველოს ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი კობახიძე დუმილს ინარჩუნებენ და უარს ამბობენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმდინარე უხეში დარღვევების დაგმობაზე.

„ქართული ოცნების“ მხრიდან საქართველოს ფუნდამენტური ეროვნული ინტერესებს საბოტაჟის ფონზე, მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, განაგრძოს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევების დაგმობა და მტკიცედ დაუდგეს გვერდით ქართველ ხალხს მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის დაცვაში.

უნდა შევახსენო საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას, რომ ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას საქართველოსა და მისი ტერიტორიული მთლიანობის წინაშე ჩადენილი ღალატისთვის," - წერს გახარია X-ზე.