ქართული ოცნება შექმნილია რუსეთის გეგმით - სალომე ზურაბიშვილი

25.06.26 10:49
ქართული ოცნება შექმნილია რუსეთის გეგმით - სალომე ზურაბიშვილი

 

 

"ქართული ოცნება შექმნილია რუსეთის გეგმით"- ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა Facebook Live-ში განაცხადა, სადაც მოქალაქეების კითხვებს უპასუხა. 

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერც დაფუძნებული პარტია დირექტივებს მოსკოვიდან იღებს. ექს-პრეზიდენტი სახელისუფლებო გუნდის მხრიდან ევროკავშირის კრიტიკისა და ე.წ. დიფ-სთერითის შესახებ გაკეთებული განცხადებების უკანაც მოსკოვის კვალს ხედავს. 

"ოცნება რეალურად შექმნილია, რუსეთის გეგმით, როგორც ჩანს. შეიძლება, ეს პირველივე დღიდან ვერ დავიონახეთ. მე პირადად შემიძლია, ჩემზე ვთქვა, ბ ევრმა ვერ დაინახა. ვიღაც დღეს იჩემებს, რომ მე პირველივე დღიდან ვიცოდი, მაგრამ ეს არ ჩანდა დიდხანს სანამ "ოცნება" რჩებოდა ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე, სანამ მისი პრიორიტეტი შეცვლილი არ იყო, სანამ ცდილობდა შეესრულებინა რეკომენდაციები. მაგარმ რაღაც მომენტში დადგა დრო, როცა რუსეთმა გააძლიერა თავისი ზეწოლა ამ ჯგუფზე, გუნდზე და მოითხოვა მიეღოთ ის გადაწყვეტილებები, რაც მოლაპარაკებების შეწყვეტას გულისხმობს"- თქვა ზურაბიშვილმა. 

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის თქმით, სწორედ კრემლის მოთხოვნის შემდეგ, "ოცნმებამ" დაიწყო საუბარი ე.წ. მეორე ფრონტზე და გააძლიერა ანტიევროპული რიტორიკა.  

"ოცნება" ქვეყანასაც რუსული მეთოდებით მართავს - მიიჩნევს ზურაბიშვილი. 

მსგავსი სიახლეები