ელენე ხოშტარია იმაზე მძიმედ დამხვდა ვიდრე წარმომედგინა - იურისტი
ახლახანს გამოვედი ელენესგან. იმაზე მძიმედ დამხვდა ვიდრე წარმომედგინა - ამის შესახებ იურისტი მარიკა არევაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, "დროას" ლიდერი ცუდად არის და ეს იციან ციხეში.
იციან გაზომვადი ტკივილის ხარისხი იმ პირველადი კვლევებით, რაც იქვე თავად ჩაატარეს ! იციან და არაფერს აკეთებენ რომ ელენეს ჩაუტარდეს შესაბამისი / საჭირო კვლევები და მკურნალობა.
ცუდად არის, თუმცა მხნეობა და ბრძოლის განწყობა უცვლელი აქვს"- წერს იურისტი.
ელენე ხოშტარიას ადვოკატის, შოთა თუთბერიძის მიერ 17 ივნისს გაკეთებული განცხადების თანახმად, ციხეში "დროას" ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
- "სათანადო მკურნალობის გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, ელენეს ჯანმრთელობას მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. მაგალითად, ვეღარ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება" - თქვა მაშინ ადვოკატმა.
იურისტის განცხადებას "დეზინფორმაციაა" უწოდა პენიტენციურმა სამსახურმა. უწყებაში თქვეს, რომ ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა "რაიმე სახით ან ფორმით" არ გაუარესებულა. პატიმარი კი ყველა სამედიცინო სერვისით სარგებლობს.
„დროას“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ლემონჯავა აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფ ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმის დაშვებას პენიტენციური სამსახური „ხელოვნურად აჭიანურებს“.