რუსი მილიარდერი და Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი თბილისშია - მედია
რუსი მილიარდერი და Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი თბილისშია - ინფორმაციას რუსული Telegram-არხი Ateo Breaking ავრცელებს.
საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Telegram-ისა და ВКонтакте-ს დამფუძნებელი და რუსი მილიარდერი პაველ დუროვი, რომელმაც საფრანგეთის მოქალაქეობა 2021 წელს მიიღო, 2024 წლის 25 აგვისტოს პარიზის ლე ბურჟეს აეროპორტში დააკავეს.
დუროვს 12 დანაშაულს ედავებიან, მათ შორისაა სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმა, კიბერდანაშაული, ფულის გათეთრება და კრიპტოლოგიური მოწყობილობის იმპორტი წინასწარი დეკლარაციის გარეშე, თუმცა ის 29 აგვისტოს 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
დუროვზე სამართლებრივი დავა საფრანგეთში დღემდე გრძელდება, ის პატიმრობიდან გაათავისუფლებს, თუმცა ქვეყნის დატოვების უფლება მხოლოდ სპეციალური ნებართვის საფუძველზე შეუძლია.
Telegram-ის დამფუძნებელი ამ დროისთვის დუბაიში ცხოვრობს.
" თუ ეს ნამდვილად ასეა, აქ ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. ივანიშვილის ნებართვის გარეშე რომ ვერ შემოვიდოდა, ფაქტია.
დუროვზე დღემდე გრძელდება სამართლებრივი დევნა საფრანგეთში. პატიმრობიდან კი გაათავისუფლეს, მაგრამ ქვეყნის დატოვება მხოლოდ დროებით შეუძლია სპეციალური ნებართვის საფუძველზე.
დუბაიში რომ შევიდეს, სადაც ცხოვრობს, იქაც ნებართვა სჭირდება. ვნახოთ, რა მოხდება. ეს კაცი რომ რუსეთის ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული, კარგადაა ცნობილი", - წერს რომან გოცირიძე.