სანქციები არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, რომ გენერალური აუდიტორის თანამდებობა მეკავოს - გაბიტაშვილი

25.06.26 14:19
სანქციები არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, რომ გენერალური აუდიტორის თანამდებობა მეკავოს - გაბიტაშვილი

გიორგი გაბიტაშვილი ამტკიცებს, რომ მისი საერთაშორისო სანქცირება ხელს არ უშლის მის მუშაობას გენერალური აუდიტორის პოზიციაზე.

გაბიტაშვილმა დღეს პარლამენტში, სანაც მან 2025 წლის ანგარიში წარადგინა, ირწმუნებოდა, რომ სანქციებს სამართლებრივი ძალა არ გააჩნია.

სანქცირება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, ეს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივ მტკიცებულებას არ წარმოადგენს. ასე რომ, ის, რომ მეკავოს გენერალური აუდიტორის თანამდებობა, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. მე სანქცირებული ვიყავი, როდესაც პარლამენტმა მხარი დამიჭირა. ეს ადასტურებს იმას, რომ საქართველოს პარლამენტს აქვს ნდობა ჩემს მიმართ და იმ ინსტიტუციის მიმართ, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ,“ - განაცხადა გაბიტაშვილმა.

კითხვა გაბიტაშვილს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე კითხვა „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა  დაუსვა.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ გაბიტაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ესტონეთის მიერ არის სანქცირებული იმ უმოქმედობის გამო, რომელიც მან გენერალური პროკურორის მოადგილის რანგში გამოავლინა.

თქვენ ბრძანდებით ორგზის სანქცირებული დიდი ბრიტანეთის და ესტონეთს მხრიდან. ეს სანქცირება მოხდა იმ უმოქმედობის გამო, რომელიც თქვენ გამოავლინეთ საქართველოს გენერალური პროკურორის რანგში. როგორ შეიძლება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობდეს პიროვნება, რომლის პროფესიულ პასუხისმგებლობას უკავშირდება საერთაშორისო დონეზე შეფასებული სისტემური უმოქმედობა და როგორ უნდა ჰქონდეს ასეთ ფიგურას სრული ინსტიტუციური ნდობა ფინანსური კონტროლის განხორციელების დროს?,“ - განაცხადა ხვედელიანმა.

გიორგი გაბიტაშვილი ესტონეთის და დიდი ბრიტანეთის მიერ არის სანქცირებული. 

  • ესტონეთმა სანქცია "ოცნების" სხვა 13 თანამდებობის პირთან ერთად გაბიტაშვილს 2024 წლის 16 დეკემბერს დაუწესა " მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ სასტიკი და რეპრესიული ზომების მიღების გამო".
  • გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ 2025 წლის 10 აპრილს, ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების ფარგლებში, ოთხ ქართველ მაღალჩინოსანს, მათ შორის გაბიტაშვილს სავიზო და ფინანსური სანქციები დაუწესა.