გია ბარამიძის თქმით, ენმ ამ ეტაპზე, ალიანსიდან გასვლა არ აპირებს
სააკაშვილის განცხადებამ პარტიაში დინამიკა მოიტანა და გამოაცოცხლა ბევრი ის ადამიანი, რომელიც შეიძლება არც აპირებდა კენჭისყრას, ახლა კი აპირებს, - ამის შესახებ გია ბარამიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს პარტიას ახალი ადამიანების სჭირდება და შესაბამისად, ნანუკა ჟორჟოლიანის მისვლას მიესალმება.
სააკაშვილის განცხადებამ პარტიაში დინამიკა მოიტანა და გამოაცოცხლა ბევრი ის ადამიანი, რომელიც შეიძლება არც აპირებდა კენჭისყრას, ახლა კი აპირებს, ეს ნორმალურია, მეორე, წინა პლანზე წამოწია ის, რომ დღეს ახალი ადამიანები გვჭირდება ერთმნიშვნელოვნად და მივესალმებით ნანუკას მოსვლა, როგორც ერთ-ერთი ლიდერის და გუნდის წევრის, თავისივე გუნდთან ერთად, მაგრამ ჩვენთვის მთავარი ახლა არ არის თანამდებობების გადანაწილება, ჩვენთვის მთავარია სისტემური ცვლილება, რაზედაც საუბრობს პრეზიდენტი სააკაშვილი, - განაცხადა ბარამიძემ.
მისი თქმით, პარტია ალიანსიდან გასვლას, ჯერჯერობით, არ აპირებს და ეს არის მიხეილ სააკაშვილის პოზიციაც.
ამ ეტაპზე, პარტიაში მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილის აზრია, რომ არა, თუ რამე საოცარი და გაუსაძლისი სიტუაცია არ იქნა. ეს ყევალფერი უფრო მეტად გაირკვევა...- განაცხადა მან.