ზურაბიშვილი პირველად იხსენებს, როგორ შესთავაზა ივანიშვილმა პრეზიდენტობა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პირველად გადაცემა “რეაქციაში“ იხსენებს, როგორ შესთავაზა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტობა.
ზურაბიშვილის თქმით, ეს ყველაფერი ძალიან უცნაურად მოხდა, ოპერაში ყოფნის დროს მასთან მივიდა და პირდაპირ ჰკითხა, “კიდევ თუ უნდოდა პრეზიდენტობა“.
მისი თქმით, დადებითი პასუხის შემდეგ მათ არანაირი შეხვედრა არ ჰქონიათ და არც მისი ხედვები მოუსმენია ივანიშვილს, პირდაპირ მივიდა პარტიაში და მისი კანდიდატურა დაასახელა.
ზურაბიშვილი ამბობს, რომ დღესაც აწუხებს კითხვა, რატომ აირჩია ის, თუმცა, ამ დრომდე პასუხი კვლავ არ აქვს.
პირველი, რაც ძალიან უცნაურია, არის ის, რომ ჩემი კანდიდატად წარდგენა მოხდა...ოპერაში ვიყავით, მოვიდ და მკითხა, ხომ იცით, ადრე ვიყავი კანდიდატი და არ მიმიშვეს, თქვენ კიდევ გინდათ პრეზიდენტობაო? დავფიქრდი, უცბად პასუხი უნდა გავცე და რატომაც არა, ვუპასუხე, შემდეგ არანაირი შეხვედრა იმაზე, რომ გაერჩია, მე რას ვფიქრობ, ყველამ იცის, ჩემი პროევროპულობა, წარსული და იდეები რუსეთთან მიმართებაში, მაგრამ მაინც ერთი-ერთზე არასდროს ყოფილა საუბარი, რომ თქვენ, როგორც პრეზიდენტი, რას აპირებთ, როგორ აპირებთ, არაფერი, წავიდა და პარტიაში ჩემი კანდიდატურა გაიტანა, როცა პარტია ჩემი წინააღმდეგი იყო. მათ სხვა ამბიციები ჰქონდათ, დეტალურად არ ვიცი. ეს გამოჩნდა პირველი ტურის შედეგით, რომელიც იყო სტრატეგიულად დაგეგმილი, რომ მეგრძნო, ჩემით არაფერი მომიგია, მათზე ვარ დამოკიდებული და მათი ჩარევით ვიყავი არჩეული. ჩემი და ჩემი შვილის მთავარი კითხვა დღესაც არის ეს - რატომ მე? და არ მაქვს პასუხი. ბევრი რამ შეიძლება ითქვას - შესაძლოა, სჭირდებოდათ პროევროპულობის ფარი, ან თვლიდნენ, რომ პრეზიდენტად ჩემი კონტროლი უფრო ადვილი იქნებოდა, თუმცა, სააკაშვილის პრეცედენტი უნდა სცოდნოდათ, - განაცხადა ზურაბიშვილმა.