მგონია, რომ ვიზალიბერალიზაციას არ შეგვიწყვეტენ - სალომე ზურაბიშვილი
საქართველო არ არის რუსეთი და არ არის ბელარუსი, ეს არის ის, რაც აკავებს ყველა სხვა ფორმით რეაქციას ევროკავშირიდან, ამიტომ, მე მაინც მგონია, რომ ვიზალიბერალიზაციას არ შეგვიწყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, არსებობს მთელი რიგი სანქციები და შეუძლიათ დაუწესონ კონკრეტულად დამნაშავე პირებს, ვიდრე ხალხის წინააღმდეგ მიიღეონ ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება, “რომელიც რეალურად გაუხარდება ამ რეჟიმს და რუსეთს.“
საქართველო არ არის რუსეთი და არ არის ბელარუსი, ეს არის ის, რაც აკავებს ყველა სხვა ფორმით რეაქციას ევროკავშირიდან, ამიტომ, მე მაინც მგონია, რომ ვიზალიბერალიზაციას არ შეგვიწყვეტენ, მითუმეტეს ახლა ვეღარ დაიმალებიან უნგრეთის ზურგის უკან. თუ უნდათ რამე სანქციები, მთელი რიგი სანქციებია, თუ უნდათ მიიღონ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც კონკრეტულად დამნაშავეები არიან, ვიდრე ხალხის წინააღმდეგ მიიღებენ ასეთ მკაცრ გადაწყვეტილებას, რომელიც რეალურად გაუხარდება ამ რეჟიმს და რუსეთს. ამიტომ,თუ პოლიტიკურად აზროვნებენ, არ უნდა მიიღონ, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ სხვა რა ქნან, - თქვა ზურაბიშვილმა.