ივანიშვილს ახალი კადრები აღარ ჰყავს და ბერა და ცოტნე გამოჰყავს - ზურაბიშვილი
ეს არის ამ რეჟიმების კლასიკური დასრულების ფორმა, როცა ნდობა აღარ არსებობს შიგნით, - ამბობს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ამის მაგალითად გრიგოლ ლილუაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი მოჰყავს, რომლებიც მისი თქმით, ერთ-ერთი საყრდენები და ნდობით აღჭურვილი პირები იყვნენ.
მისი თქმით, ივანიშვილს ახალი კადრების დეფიციტი აქვს და წინ წამოსწია ბერა და ცოტნე, რომლებიც ვითომ, ახალგაზრდებს ელაპარაკებიან.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ამბობს, რომ პარტიის შიგნით ახლა სრული დაბნეულობაა, რადგან არავინ იცის “როდის გაჩერდება მათ წინ აქლემი და დაიჩოქებს“.
ლილუაშვილს ეჭირა მათი საინფორმაციო ველი, ქვეყანა, თუ ვინმე იყო საყრდენი ამ რეჟიმის, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი. ღარიბაშვილზე ვერ ვიტყვი, ღარიბაშვილი იყო ის ახლო პირი, რომელიც სხვა კუთხით იყო მისთვის საყრდენი და ნდობით აღჭურვილი. ანუ ეს არის ამ რეჟიმების კლასიკური დასრულების ფორმა, როცა ნდობა აღარ არსებობს შიგნით. რას აკეთებს ახლა ბიძინა, ვინ მოყავს, ახალი ხომ აღარავინ აღარ არის - ბერა და ცოტნე. შიგნით არის სრული დაბნეულობა, როდის გაჩერდება ჩემს წინ აქლემი და დაიჩოქებს და დარჩა ცოტნე და ბერა და ამათი მეშვეობით, ვითომ, ახალგაზრდებს ელაპარაკებიან. იციან, რომ ახალგაზრდებში არნაირი მხარდაჭერა არ აქვთ, საზოგადოებაში ძალიან შერყეულია მათი მხარდაჭერა, ერთადერთი იმედი იყო ვლადი და მისი საქმე ცუდადაა. ამ კუთხით ჩანს, რომ ეს არის ბოლო ნაბიჯები, რომელსაც ვერ გამოსაწორბენ, რადგან გამოსწორების ბერკეტები მათ ხელში არ არის. ერთადერთი შესაძლოა, სცადონ არჩევნები, თუკი დარწმუნდებიან, რომ დღეს სჯობია, ვიდრე ხვალ, - განაცხადა ზურაბიშვილმა გადაცემა “რეაქციაში“.