ყურს ნუ აჩვევთ [დაჭერის] საკითხს - ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ მის წინააღმდეგაც აღიძრას საქმე
ყურს ნუ აჩვევთ ამ საკითხს, - ასე უპასუხა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ჟურნალისტის კითხვას, გამორიცხავს თუ არა რომ მის წინააღმდეგაც აღიძრას საქმე და დაიჭირონ.
მისი თქმით, არაფერს გამორიცხავს, თუმცა, ფიქრობს რომ ამ შემთხვევაში მთავარი დამცველი ხალხის რეაქციაა, რომლისაც ჯერ კიდევ ეშინიათ.
ყურს თუ აჩვევთ, ხალხსაც აჩვევთ და მთავარი დამცველი ამ შემთხვევაში მთავარი დამცველი არის ხალხის რეაქცია, რისაც ჯერ კიდევ ეშინიათ, ეს ერთი და მეორე, არაფერს გამოვრიცხავ, რადგან ამ ქვეყანაში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ თვითონაც ნურაფერს გამორიცხავენ, ვურჩევ, - თქვა ზურაბიშვილმა.