მე რუსული არ ვიცი, ქართული სიტყვებით მლანძღონ - ზურაბიშვილის პასუხი კობახიძეს
მე რუსული არ ვიცი, რუსული სიტყვებით ნუ მლანძღავენ, ქართულად მლანძღონ, - ასე უპასუხა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძის განცხადებას, როცა მან სალომე ზურაბიშვილს “სტრიკაზა“ [ჭრიჭინა] უწოდა.
რეალურად ეს ფრანგულიდან მოდის, ჟან დე ლაფონტენის ლექსია, რომელიც მერე რუსმა გადაიტანა და გადააკეთა, როგორც ჩანს მერე შემოვიდა “ქართულ ოცნებაში“ ცნობილ ლექსად, - თქვა ზურაბიშვილმა.
"ქართული ოცნების" ლიდერი, ირაკლი კობახიძე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს დღეს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა.
"თქვენ კარგად იცით, ვინ არის სალომე ზურაბიშვილი. მისი მეტსახელიც მინდა გავხსენო - სტრიკაზა. სტრიკაზა არ უნდა ლაპარაკობდეს სხვებზე,- თქვა მან.