როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში შემოვიდა, თბილისის მერობა შემომთავაზა -ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა, პოლიტიკასი მოვლისთანავე, თბილისის მერობა შესთავაზა, რაზედაც მან უარი უთხრა.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ეს მახედ მიიჩნია, რადგან ზუსტად იცოდა, მერობის დროს როგორი ადვილია “გაგსვარონ და ყველაფერი გაგიკეთონ.“
როცა მე კიდევ ამერიკაში ვიყავი... როცა პოლიტიკაში შემოვიდა ოფიციალურად ბიძინა ივანიშვილი მომწერა, რომ ხომ არ იქნებით მზად, რომ გახდეთ თბილისის მერი... თან მე ამ მერობის ვიცოდი და ძალიან მეშინოდა, ყველაზე ადვილი ადგილი, სადაც შეიძლება ჩაგსვან და გაგსვარონ და ყველაფერი გაგიკეთონ, მითუმეტეს, როცა შენ არ გყავს შენი ხალხი შენს ირგვლივ, რომლებიც ამ საკითხებში არიან კარგად გაცნობიერებული... ვიცოდი, რომ ეს იყო მახე. მადლობით ვუთხარი უარი... ვუთხარი, რომ მზად არ ვიყავი დაბრუნებისთვის, ჩამოვალ საქართველოში და მერე ვნახოთ... ეს იყო 2011-დან 2012-მდე",- განაცხადა ზურაბიშვილმა გადაცემა “რეაქციაში“.