დღეს, პარლამენტში ირაკლი კობახიძე წლიური ანგარიშით წარდგება
დღეს, პარლამენტში ირაკლი კობახიძეს ელოდებიან - მთავრობის მეთაური საკანონმდებლო ორგანოში წლიური ანგარიშით წარდგება. საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიშს მოუსმინეს. 24 ივნისს გენერალური პროკურორის ანგარიშს, ხოლო 25 ივნისს ანგარიშით გენერალური აუდიტორი წარდგა.
- მიმდინარე სასესიო კვირას პარლამენტის წევრები კანონპროექტებს განიხილავენ და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს აირჩევენ.
- ბიუროს სხდომაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრეს და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.