“თავისუფლების მოედანმა“ პარტიის ახალი წევრები წარადგინა

26.06.26 11:54
“თავისუფლების მოედანმა“ პარტიის ახალი წევრები წარადგინა

 “თავისუფლების მოედანმა“ პარტიის 10 ახალი წევრი საზოგადოებას წარუდგინა.

პარტიის თავმჯდომარის, ლევან ცუცქირიძის განაცხადებით, მიმდინარე ავტორიტარული მმართველობის პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოქალაქეების პოლიტიკაში აქტიურ დაბრუნებას და პასუხისმგებლობის აღებას ქვეყნის მომავლისთვის.

მისი თქმით, საქართველოში დემოკრატიული ცვლილებები შეუძლებელია მოქალაქეების უშუალო პოლიტიკური მონაწილეობის გარეშე. სწორედ ამიტომ, „თავისუფლების მოედანი“ მიზნად ისახავს დაამსხვრიოს სტერეოტიპი, თითქოს პოლიტიკა ბინძური საქმეა, ხოლო მოქალაქეების ადგილი პოლიტიკაში არ არის.


„დღეს წარვადგინეთ პარტიის ახალი წევრები, უფრო დიდი კოჰორტიდან, რომელიც პარტიას ბოლო დროს შემოუერთდა, რაც ორ რამეს გვიჩვენებს: პირველი - საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი გაბედული მოქალაქეა, რომელიც მზადაა დაბრკოლებების მიუხედავად ღირსეული ბრძოლისთვის და მეორე - „თავისუფლების მოედანი“ სწორ გზაზე დგას და ამ გზაზე სვლა უნდა გააგრძელოს,“ — განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

პარტიის ინფორმაციით, „თავისუფლების მოედნის“ ეროვნული საბჭოს სხდომაზე პარტიაში 21 ახალი წევრის მიღება დამტკიცდა. დღევანდელ ღონისძიებაზე საზოგადოებას მათი პირველი ნაწილი წარუდგინეს, დანარჩენი მათგანის ოფიციალური წარდგენა სამეგრელოში მიმდინარე ეროვნული რეგიონული კამპანიის დასრულების შემდეგ გაიმართება.

ახალი წევრები არიან:

  •  სოფიო კილასონია
  •  ესმა გუმბერიძე
  •  ირინე აბულაშვილი-ნიკოლსკი
  • ნინო სამხარაძე
  • დავით გოგუა
  • გიორგი მაჩაიძე
  • გიორგი კვირტია
  • თეონა ბებურიშვილი

„თავისუფლების მოედნის“ განცხადებით, პარტიის გაფართოება მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი არ არის ის წარმოადგენს რწმენას, რომ ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავალი მოქალაქეების აქტიურ პოლიტიკურ მონაწილეობაზე დგას.

მსგავსი სიახლეები