TI: სრასბურგმა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა" და სხვათა სარჩელებზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო

26.06.26 13:22
TI: სრასბურგმა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა" და სხვათა სარჩელებზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო

სრასბურგის სასამართლომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა" და სხვათა სარჩელებზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო - ინფორმაციას TI ავრცელებს. 

ორგანიზაციის ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ  კომუნიკააციის ეტაპი დაიწყო „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“, „ეკონომიკური პოლიტიკისა და კვლევის ცენტრის“, „კანონის უზენაესობის ცენტრის“, „პუბლიკას“, „საქართველოს ევროპული ორბიტის“, „სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის“, ეკა გიგაურის, ნინო ევგენიძისა და ნინო ლომჯარიას ერთობლივ საჩივარზე.

ირკვევა, რომ პარალელურად, კომუნიცირების ეტაპი დაიწყო კიდევ 17 ორგანიზაციისა და ფიზიკური პირის ანალოგიურ საჩივრებზე.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში" განმარტავენ, რომ კომუნიკაციის დაწყება ნიშნავს, რომ სასამართლო საჩივრების დასაშვებობასა და არსებით მხარეს სიღრმისეულად განიხილავს. "ივანიშვილის რეჟიმის იუსტიციის სამინისტროს 2026 წლის 15 ოქტომბრამდე მიეცა ვადა, უპასუხოს როგორც საჩივრებს, ისე სასამართლოს კითხვებს". 

საჩივრები ეხება 2025 წლის აპრილში მიღებულ რეპრესიულ კანონებს — „ფარას“ და „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლებმაც უკვე სერიოზული ზიანი მიაყენა სამოქალაქო საზოგადოებას და დემოკრატიული სამყაროსგან საქართველოს ჩამოშორების ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად იქცა.
სასამართლოს კითხვები შეეხება იმას, რამდენად შეესაბამება ეს კანონები და მათ საფუძველზე მიღებული რეპრესიული ზომები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ უფლებებს, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას, ასევე პოლიტიკური მოტივით უფლებების შეზღუდვის აკრძალვას" -წერს ორგანიზაცია.