ინიციატივა “ჯერ საქართველო“ პარტიას აფუძნებს
ველზე ახალი პოლიტიკური ძალა შემოდის - რამდენიმე დღეში ინიციატივა “ჯერ საქართველო“ პარტიას აფუძნებს. ამის შემდეგ კი, ცნობილი გახდება მათი სამოქმედო გეგმა და ის, თუ რომელ პარტიებთან აპირებენ თანამშრომლობას.
როგორც ვიქტორ ყიფიანი “პირველებს“ ეუბნება, მნიშვნელოვანია მოჯადოებული წრე გაირღვეს და პოლიტიკურმა ძალებმა შეძლონ კონსოლიდირება, რათა რეალური შედეგები მოიტანონ ქვეყანაში.
ვიქტორ ყიფიანი ოპოზიციას მიმართავს, რომ საკუთარ თავზე მაღლა პროცესები დააყენონ, წინაარდეგ შემთხვევაში „უბრალოდ დაიხურონ ქუდი წავიდნენ სახლში“.
ერთგვარი მოჯადოებული წრე. არაერთი არსებული პოლიტიკური ძალა გვთავაზობს იგივე თარგს, რომელიც არც მათ ადგებათ, არც პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებას და არც ქვეყანას. ეს წრე თუ გაირღვა, უნდა გაირღვეს რამენაირად გარედან. მთლიანობაში რასაც ვხედავთ, არის ძალიან დამღლელი, საზიანო და გზა არსაითკენ. თუ დროზე გააცნობიერებენ, რომ არა საკუთარი თავი დაინახონ პროცესში, არამედ პროცესი რამენაირად, საკუთარ თავზე უფრო მაღლა, ან საკუთარ თავში იპოვონ გამბედაობა და მიიღონ საჭირო გადაწყვეტილებები, ან უბრალოდ დაიხურონ ქუდი წავიდნენ სახლში, - განაცხადა ყიფიანმა.